in

ჭაღების გამორჩეული დიზაინი

განათება სახლის უნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის არის საბოლოო ფაქტორი, რომელიც ჩვენს საცხოვრებელს ნათელს და მყუდროს ხდის. მნიშვნელოვანია სწორი განათების შერჩევა, რომ არ დავარღვიოთ იდილია ჩვენს სახლში.

სტატიაში წარმოგიდგენთ საუკეთესო დიზაინერულ ჭაღებს, რომლებიც თავიანთი ვიზუალით ალამაზებენ ინტერიერს.

1.

კომპანია Foscarini-ს ჭაღები ესთეტიკური დახვეწილობით გამოირჩევა და რთულია, რომ ვიზუალურად ვერ მოუხდინო ინტერიერს, ამასთან ერთად, ჭაღის მიერ წარმოქმნილი ჩრდილები კედლებზე მკრთალი ხაზების სახით ეცემა, რაც ოთახში ორიგინალურ ეფექტს ქმნის.

2.

დღეს ძალიან პოპულარულია ასეთი ტიპის ჭაღები, მათი არაორდინალური ფორმა ძალიან საინტერესოდ ჯდება ჩვეულებრივ, არაფრით განსაკუთრებულ ინტერიერშიც კი. განწყობა, რომელიც ამ განათებებით იქმნება ძალიან უცხოა და მომხიბლავი.

3.

მსგავსი ტიპის ჭაღები ძალიან პრაქტიკულია, ალბათ ასეთი დიზაინის განათება თქვენც ხშირად შეგხვედრიათ, მაგრამ ამ კონკრეტულს, პრიალა ფოლადის ზედაპირი გამორჩეულს ხდის. საინტერესოდ შეიძლება ჭაღის თქვენს სამზარეულოსა და მისაღებში დაკიდება.

4.

თუ გსურთ თქვენი განათება ყველაზე გამორჩეული იყოს, მაშინ ეს ჭაღი თქვენთვისაა. მისი უნაკლო წრიული ფორმა, პატარა ნათურების განლაგებითა და ლითონის დახვეული სპირალით ნამდვილად ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ჭაღად იქცევა, როდესაც ანათებს, მისი ნათურები ქმნიან ჰაერში მოძრაობის განცდას.

5.

მორიგი საინტერესო განათება, რომლის პატარა ფორმები ძალიან გვანან სოკოებს. ინტერიერში ბუნების ფორმების გამოყენება ძალიან უცხო გარემოს ქმნის. ხშირად მათ ჭაღების დიზაინშიც იყენებენ. მის ოქროსფერი განათებას სითბო შემოაქვს ოთახში.

6.

ამ ჭაღის არასტანდარტული ფორმა ნამდვილად გვაძლევს საშუალებას სივრცე განსხვავებულად მოვაწყოთ. ერთი შეხედვით ძალიან მარტივად აგებული ჭაღი თქვენს ინტერიერს ძალიან გააცოხცხლებს და გაახალისებს.

7.

ძალიან საინტერესოა ამ ტიპის ჭაღები. თუ დააკვირდებით, ის ორმხრივად ანათებს, რაც ძალიან მისტიურ ატმოსფეროს აჩენს. ყველაზე ხშირად ასეთ განათებას სასადილო მაგიდის თავზე აკეთებენ.

8.

კომპანია Moooi-ს ეს ცნობილი ჭაღი უნიკალურია საკუთარი დიზაინით. თუ დააკვირდებით მისი განათების წყარო არ ჩანს, მაგრამ გარშემორტმული მეტალის ბადეები ირეკლავენ ჩამალულ შუქს, რითაც მთლიანი სივრცეც ნათდება.

სამსახურში დასაძინებლად შექმნილი პირველი სავარძელი

სახლის სახურავზე გაშენებული ბაღი