in

სახლი, რომელიც ბუნებასთან სიახლოვეს გაგრძნობინებთ – Trika Arquitetura-ს პროექტი

Alliance Group
Alliance Group

პროექტის მიზანი იყო ისეთი საცხოვრებლის შექმნა, რომელიც ოჯახს ბუნებასთან სიახლოვეს აგრძნობინებდა. სახლი დისტანციურად მომუშავე წყვილისთვის ქალაქიდან მოშორებული ცხოვრების საწინდარი უნდა გამხდარიყო. ადგილი, რომლის მთლიანი ტერიტორიის ნახევარზე მეტი გარემოსდაცვითი მუდმივი რეგულაციებით არის დაცული, მოიცავს წინა ხაზის პარალელურ თანაბარ დაქანებას და უზარმაზარი ფიკუსის ხეს, რომელიც ნაკვეთის წინა ნაწილს იკავებს.

პროექტის ავტორებმა სახლის ბუნებრივ ტოპოგრაფიასთან მორგება გადაწყვიტეს, რათა დასასვენებელ სივრცეებს მზის შუქის საუკეთესო პირობებით ესარგებლა და, იმავდროულად, კონფიდენციალურობაც დაცული ყოფილიყო. მთავარი სივრცეები ტყის მხარეს განთავსდა, იმ მიზნით, რომ ბუნებასთან მჭიდრო კონტაქტი ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

გარე ფასადისთვის გამოყენებულია აგური, ხოლო ინტერიერში – შიშველი ბეტონი. მათი კომბინაცია სახლს განსაკუთრებულ იერსახეს სძენს და თითქოს მას გარემოსთან კიდევ უფრო აახლოებს. საძინებელი, მისაღები, სასადილო ოთახები და სამზარეულო მართკუთხა გეგმით არის მოწყობილი. სახლიდან აუზზე შეგიძლიათ გამჭვირვალე დერეფნის გავლით მოხვდეთ.

საბოლოო შედეგი არის საოცრად კომფორტული სახლი, რომლის სივრცითი მოწყობა, მასალები და ტექსტურები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. შიდა სივრცეები ორგანიზებულია იმისთვის, რომ ირგვლივ არსებულ გარემოსთან კავშირი დაამყაროს და სახლი ამ ფუნქციას იდეალურად ასრულებს.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

როგორ გავწმინდოთ მარტივად ტანსაცმელი და ავეჯი შინაური ცხოველების ბეწვისგან

მეგობრული დუეტის მიერ შექმნილი სახასიათო დიზაინი – ინტერვიუ სტუდია Due-ს დამფუძნებლებთან