in

საწოლი მისაღებ ოთახში — როგორ მოვაწყოთ საძინებელი პატარა ბინაში

ყველაზე პატარა ბინაშიც კი შეგიძლიათ მოაწყოთ სრულფასოვანი საძინებელი ზონა საკუთარი ჯანმრთელობისა და მისაღები ოთახის ესთეტიკის მსხვერპლად გაღების გარეშე. დღეს კი მოგიყვებით, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს.

საწოლი ნიშში

მისაღებ ოთახში ძილისთვის განკუთვნილი სივრცის მოსაწყობად ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა. ასეთი საწოლი მინიმალურ ადგილს დაიკავებს და დანარჩენი სივრცისგან გამოყოფილი იქნება. თუ ნიში ხაზგასმულია ფერით, ის შეიძლება ინტერიერის გაფორმებად იქცეს. გარდა ამისა, შეგიძლიათ საწოლი დამატებით ფარდით ან შირმით გამოყოთ.

შირმის მიღმა

შირმა ძილისთვის განკუთვნილი ზონის შენიღბვის ერთ-ერთი უძველესი გზაა. ფაქტობრივად, შირმა სწორედ ამისთვის შეიქმნა — იმის დასაფარად, რისი აფიშირებაც სახლის მფლობელებს არ სურთ.

ფარდის მიღმა

საწოლის ფარდით დაფარვა კიდევ ერთი კლასიკური ზონირების ვარიანტია და ასეთი საძინებელი სივრცე შეიძლება ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, თუ ფერზე საკმარის ყურადღებას გაამახვილებთ.

დასაკეცი საწოლი

დასაკეცი საწოლი კარგია, რადგან დაკეცილ მდგომარეობაში იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ის ოთახში საერთოდ არ არის. ეს შესანიშნავი ვარიანტია სათადარიგო საძინებელი სივრცისთვის. დასაკეცი საწოლები, ძირითადად, კარადაშია ჩაშენებული.

ამაღლებული საწოლი

ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე საძინებელი სივრცე ამაღლებულია, მაგრამ დივნის უკან არის მოთავსებული და ნაწილობრივ დაფარულია. აქ ყურადღება გამახვილებულია არა ნათელ ფერებზე, არამედ მსუბუქ, ქვიშისფერ ელფერებზე, თითქოს ბინას სამხრეთის ცხელი მზე ანათებს.

დივანი-საწოლი

ზოგჯერ დივანი-საწოლი შეიძლება საუკეთესო გამოსავალი იყოს. როდესაც თქვენი ბინა პატარაა, ასეთი გადაწყვეტა სივრცის მაქსიმალურად გამოყენებაში დაგეხმარებათ.

ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული სახლი სტრასბურგის შემოგარენში

იდენტობის განუყოფელ ნაწილად ქცეული არქიტექტურა – ინტერვიუ არჩილ და გიორგი ქურდიანებთან