in

National Geographic-ის ტელესკოპები ასტრომოყვარულებისთვის

დღეს კოსმოსის საიდუმლოებების საკუთარი თვალით შეცნობა ყველა ასტრონომიით გატაცებულისთვის უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ვისაც ციური სხეულების თვალიერება, ვარსკვლავებს შორის პლანეტების გამორჩევა თუ თანავარსკვლავედების ამოცნობა უყვარს, ტელესკოპი ის ნივთია, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახლში.

ტელესკოპი სახალისო და საგანმანათლებლო ატრიბუტია, როგორც დამწყები ასტრომოყვარულებისთვის, ისე ბავშვებისთვისაც. National Geographic-იც თავისი ტელესკოპებით, მიკროსკოპებით, ბინოკლებით, სანათებით და ლაშქრობებისა თუ საველე სამუშაოებისთვის საჭირო აღჭურვილობით სწორედ მეცნიერებასთან ყოველდღიურობაში გადაკვეთას ემსახურება.

არ აქვს მნიშვნელობა პატარა ხარ თუ დიდი, მოყვარული თუ პროფესიონალი, ტელესკოპების ფართო არჩევანში შენზე მორგებული მოწყობილობაც მოიძებნება. National Geographic-ის ტელესკოპები, ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების გარდა, დახვეწილი და სადა დიზაინითაც გამოირჩევა. სწორედ ამიტომ ტელესკოპი სრულყოფილი დანამატი იქნება ინტერიერში.

ფოტოებზე სასტუმრო “პულმან თბილისი აქსის თაუერსის” ინტერიერში განთავსებული ტელესკოპებია წარმოდგენილი. როგორც ხედავთ, National Geographic-ის ტელესკოპები, თავიანთი მინიმალისტური დიზაინით, კარგად ერწყმის ინტერიერის სტილსა და ფერებს.

სახლისთვის ტელესკოპის შერჩევისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ტელესკოპის ზომა და დიზაინი სახლში არსებულ სივრცესთან მიმართებით. ზუმერში National Geographic-ის ტელესკოპები მთელი თავისი მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი. ზუმერში ორივე ტიპის ტელესკოპს შეხვდებით –  რეფრაქტორული და რეფლექტორული. რეფრაქტორული ტელესკოპები სინათლის შესაგროვებლად იყენებენ ლინზებს, ხოლო რეფლექტორული ტელესკოპები – სარკეებს. ტელესკოპების ფასები 399 ლარიდან იწყება და 1699 ლარამდე მერყეობს.

ასე რომ, თუ გინდა, სახლის ინტერიერს National Geographic-ის ხიბლი შემატო, შენი ვარსკვლავური ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილო, ან ასტრომოყვარული მეგობარი გაახარო, ტელესკოპების პოვნა ზუმერში შეგიძლია, და რა თქმა უნდა, ზუმერულ ფასად.

[R]

ნივთები, რომლებიც თქვენი სახლის ორგანიზებაში დაგეხმარებათ – 6 სათავსო სისტემა Veli.Store-დან

როგორ გავწმინდოთ მარტივად ტანსაცმელი და ავეჯი შინაური ცხოველების ბეწვისგან