in

Javier Senosiain-ის მიერ შექმნილი ორგანული სახლი მექსიკაში

პროექტის იდეა არაქისის კაკლის ფორმიდან წამოვიდა – თანაც სივრცე ამის საშუალებას ნამდვილად იძლეოდა. უნდა შექმნილიყო ორი ფართო და ძალიან განათებული ოვალური სივრცე, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდნენ, ვიწრო, სუსტად განათებული გადასასვლელით.

Alliance Group
Alliance Group

აქ ვერ ნახავთ ბევრ დეტალს, თუმცა, სახლი აღჭურვილია იმ ელემენტარული საჭიროებებით, რაც ადამიანს ცხოვრებისთვის სჭირდება. სახლი შედგება მისაღები ოთახისგან, სასადილო ოთახისგან და სამზარეულოსგან, საძინებლისგან, გარდირობისა და აბაზანისგან.

სახლს უნდა ჰქონოდა მიწისქვეშეთის განწყობა და ის სწორედ ამ შთაგონებით შეიქმნა. აქ ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ის ლანდშაფტის სიღრმეში, ბუნებრივ გარემოში იმყოფება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სახლის პროექტირებისას დიდი ყურადღება დაეთმო ხეების ადგილმდებარეობას – მოხდა ისე, რომ ოთახების გამოყვანისას არც ერთი ხე არ მოჭრილა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სპეციფიკურ სახლზე მუშაობა საკმაოდ რთული იყო, მშენებლობის პროცესში საჭირო გახდა ორიგინალური დიზაინის შენარჩუნება. დიზაინის მთავარ კომპონენტად შეირჩა რბილი, თიხისებრი მასალა, რომელიც კედლებს სიგლუვეს აძლევს. შედეგად, სახლი ერთგვარ ქანდაკებას დაემსგავსა.

სახლის ფანჯრები სტრატეგიულად განათავსეს ისეთ ადგილებში, რომლებიც ბაღის ყველაზე სასიამოვნო ნაწილებს გადაჰყურებდა – უფრო მეტად სამხრეთისკენ, რათა ზამთარში მზის სხივები შემოსულიყო სახლში.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ასე არ ჩანს, ეს ნახევრად მიწაში ჩაფლული სახლი უფრო მეტად მზიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვეულებრივი სახლი, რადგან ფანჯრების განთავსება ყველგან შესაძლებელი იყო. გარდა ამისა, დამატებითი სინათლე შემოდის ასევე გუმბათებიდან. ვენტილაციას ხელს უწყობს საცხოვრებლის აეროდინამიკური ფორმა, რაც საშუალებას იძლევა ჰაერის თავისუფალი მიმოქცევა მოხდეს მთელს ტერიტორიაზე.

ნახევრად მიწაში მყოფი სახლები, ისევე, როგორც ჩვენი სხეულის ტემპერატურა, მიუხედავად ამინდის ცვლილებისა, სტაბილური რჩება. ამ შემთხვევაში ნიადაგი მოქმედებს როგორც კანი – მოდერატორი, რომელიც აკონტროლებს ტემპერატურას. სახლში ტემპერატურა არ იცვლება ისე სწრაფად, როგორც ეს გარეთ ხდება. რეალურად, ტემპერატურა შიგნით და გარეთ სრულიად საწინააღმდეგოა. მაგალითად, ცხელი ზაფხულის დროს შიგნით გრილა, ხოლო როდესაც ცივი ზამთარი მოდის, შიგნით ტემპერატურა თბილი რჩება.

არქიტექტურული კომპანია: Javier Senosiain

ფოტოგრაფები: Jaime Jacott, Francisco Lubbert, Senosiain

რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო ზონის ტერასაზე მოსაწყობად

Me and Elvis – რარიტეტული ავეჯის ქართული ბრენდი