in

5 გამორჩეული ინტერიერი პარიზში

Banner M2
Banner M2

მიუხედავად იმისა, რომ პარიზული არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი და ესთეტიკა ბევრმა შეიძლება ბანალურად და კლიშედ მიიჩნიოს, ფაქტია, რომ “სინათლის ქალაქის” სასახლეები, მუზეუმები თუ სახლები მსოფლიო აქტუალობას არასდროს კარგავენ, ვითარდებიან, დროს ფეხს უწყობენ და ამიტომ მუდამ შთამაგონებელნი არიან.

წარმოგიდგენთ 5 პარიზულ სახლს, რომელიც ნამდვილად მიგახვედრებთ, რატომ ჰყავს ფრანგულ სტილს ამდენი თაყვანისმცემელი:

1. განახლებული ისტორიული ბინა სენას მარჯვენა სანაპიროზე

No description available.

1
2
3
4
5
previous arrow
next arrow

პარიზის პირველი რაიონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უბანია არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. მონმარტრის კარიბჭესთან მდებარე ამ ისტორიული მემკვიდრეობის მქონე ბინაში დღესდღეობით ახალგაზდა წყვილი, ემილი ბრიანდი და გიომ მულტრიერი ბინადრობენ და მისი ინტერიერიც საკუთარ გემოვნებასა და ცხოვრების სტილს მოარგეს.

ფოტოგრაფი: Birgitta Wolfgang.

2. “კრისტიან ლაკრუას” (Christian Lacroix) კრეატიული დირექტორის ბინა 

AnyConv.com__2b290ccdc090aabe918031dc82034037
AnyConv.com__2f7afe7e5bc9780abd48d9a00fe18887
AnyConv.com__5bb640b2301216c67aba0237b9e61a34
AnyConv.com__022185effc343ec913ba73e772a82e87
AnyConv.com__a26b4c258a71b5ce9a2a4b8e524da366
AnyConv.com__b62c89ecea326961ed5740823f6228a0
AnyConv.com__c034ab817b19428cf3a497dc15c586e6
AnyConv.com__da532a6f80e2e6d636f9a0cda15033ec
AnyConv.com__dae1567dd37f88523d633af199d9393f
AnyConv.com__f6aa8281712c35a626675925ae436d22
previous arrow
next arrow

საშა ვალკჰოფი (Sacha Walckhoff) ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოდის ბრენდის კრეატიული დირექტორია, ამიტომ სამართლიანად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი პარიზული ბინა მომნუსხველი იქნება. მართლაც – პარიზის მეათე რაიონში მდებარე ბინა 80-იანების სტილისა და თანამედროვე ტრენდების საოცარ ნაზავს წარმოადგენს.

ფოტოგრაფი: Francis Amiand

3. ფრანგი ინტერიერის დიზაინერის ელეგანტური აპარტამენტი

4
2
5
3
7
8
9
10
11
12
13
14
1
previous arrow
next arrow

პარიზის მეცხრე რაიონში მდებარე ეს ბინა ფრანგ ინტერიერის დიზაინერსა და ხელოვნების კურატორს, ემილი ბონავენტურს (Emilie Bonaventure) ეკუთვნის. თავდაპირველად ეს ბინა ძალიან ჩვეულებრივი, უსახური და არაფრით გამორჩეული იყო, თუმცა 800 კვადრატული მეტრის ფართობის სივრცის პროფესიონალის მიერ დაპროექტებამ ის რადიკალურად შეცვალა და ჭეშმარიტად პარიზული სული ჩაჰბერა.

ფოტოგრაფი: Nicolas Mathéus

4. პარიზულ ბინაში გაცოცხლებული არტ დეკო 

1
2
3
previous arrow
next arrow

ეს საოცარი ბინა პარიზის დასავლეთ ნაწილში, Neuilly-sur-Seine-ად წოდებულ გარეუბანში მდებარეობს. ბინის მთავარი ღირსება, მისი თავბრუდამხვევი ინტერიერის დიზაინის გარდა ისაა, რომ სწორედ ამ უბანში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ სახელგანთქმული ფრანგები – ედიტ პიაფი, ახალი ტალღის კინოს სულისჩამდგმელი ფრანსუა ტრუფო, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, მხატვარი მარსელ დუშამპი და სხვა უამრავი ლეგენდარული პიროვნება, რის გამოც  Neuilly-sur-Seine-ს “წარმატების მისამართს” უწოდებენ.

ფოტოგრაფი: Matthieu Salvaing

5. კოკო შანელის სახლი კამბონის ქუჩაზე

2
1
3
4
5
6
8
9
previous arrow
next arrow

კოკო შანელი მოდის გარდა, ინტერიერის დიზაინის დიდი სიყვარულითაც იყო ცნობილი. ის სახლი, რომელშიც ლეგენდარული დიზაინერი 1971 წლამდე, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა, დღემდე უცვლელია და საზოგადოებისთვის დახურულია. შანელის სახლის უნიკალურმა, მაქსიმალისტურმა დიზაინმა ბევრ ტრენდს დაუდო სათავე, თუმცა ის დეტალი, რომელიც არქიტექტურულ წრეებში დღემდე იწვევს აღფრთოვანებას, შანელის გამაოგნებელი, სარკეებიანი კიბეა.

ფოტოგრაფი: Felix Forest

Teeland Architects-ის მზიანი პროექტი ავსტრალიაში

სახლი ზემო ლისზე – “შრე სტუდიოს” პროექტი