in

Teeland Architects-ის მზიანი პროექტი ავსტრალიაში

ავსტრალიაში აგებულ ამ სახლის პროექტს Sunshine Beach House ეწოდება და 300 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.  პროექტის ავტორების თქმით, სახლი მზით, სერფინგით, ქვიშითა და ტალღებითაა შთაგონებული. ის ახალგაზრდა სერფერი ოჯახისთვის შეიქმნა, რომლებსაც აქტიური ცხოვრების სტილი აქვს.

Alliance Group
Alliance Group

პირველ სართულზე სამზარეულო და სასტუმრო ოთახებია განთავსებული, რომლებიც ბაღსა და აუზზე გადის. სახლის დაგეგმარების წყალობით ოჯახის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება სახლში, დაბრკოლებების გარეშე.

Sunshine Beach House / Teeland Architects,© Emma Bourne

საძინებლები და სააბაზანოები ზემო სართულზეა განლაგებული. ადგილობრივი ხე და თეთრი ქვიშის ბეტონი ლოკალური პლაჟების ლანდშაფტისა და სანაპირო გარემოს პეიზაჟის ელფერს იძლევა. ეს მასალა ვიზუალური მხარის გარდა, თავის ფუნქციასაც ასრულებს – ის ზღვისპირა სახლებისთვის დამახასიათებელ ქვიშას, მარილსა და წყალს სახლს არიდებს და მას დაზიანებისგან იცავს.

Sunshine Beach House / Teeland Architects,© Emma Bourne

Sunshine Beach House / Teeland Architects,© Emma Bourne

არქიტექტურული სტუდიის თქმით, სახლის თითოეულ დეტალშია შესამჩნევი სანაპიროსა და ოკეანის სილამაზით მიღებული ინსპირაცია. ტალღების განმეორებითობისა და ვარიაციის იდეების გამოძახილი მთელს ინტეიერშია ინტეგრირებული.

Sunshine Beach House / Teeland Architects,© Emma Bourne

Sunshine Beach House / Teeland Architects,© Emma Bourne

Sunshine Beach House / Teeland Architects,© Emma Bourne

Sunshine Beach House / Teeland Architects,© Emma Bourne

Sunshine Beach House / Teeland Architects,© Emma Bourne

Sunshine Beach House / Teeland Architects,Plan - Ground floor

Sunshine Beach House / Teeland Architects,Plan - Upper floor

ფოტოგრაფი: Emma Bourne

წლევანდელი პრიცკერის პრიზი ენ ლაკატონსა და ჟან-ფილიპ ვასალს ერგოთ

5 გამორჩეული ინტერიერი პარიზში