in

პასიური სახლი ბელგიაში – Atelier Tom Vanhee-ს ნამუშევარი

ახლა უნდა მოგიყვეთ ამბავი, თუ როგორ გადაკეთდა ხანძრის შედეგად დანგრეული მუშათა კლასის სახლი პასიურ, გარემოსდამცველ სახლად. ფაქტობრივად, ამ სახლში ლანდშაფტის ბუნებრივი დონე შენარჩუნდა მისივე სახლში ინტეგრირებით. ამ პროექთან Atelier Tom Vanhee-მ იმუშავა.

Alliance Group
Alliance Group

სახლის მფლობელმა აირჩია მთლიანი რემონტი პასიური სახლის სტანდარტების შესაბამისად და მდგრადი მასალების გამოყენებით. პირველი სართული იქნება მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც გარდა კერძო საცხოვრებელი ფართებისა, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მეზობლებში შემთხვევითი სოციო-კულტურული შეხვედრებისთვის. ფარდები იძლევა სივრცის გაყოფის საშუალებას: იქმნება შესასვლელი ტერიტორია და დამატებითი ოთახი წინ. პირველ სართულზე განთავსებულია მოქნილი სივრცე, სადაც ჩაღრმავებული ხის ღია კიბე საშუალებას აძლევს სინათლეს შეაღწიოს სახლის სიღრმეში.

სახლი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განთავსებულია ფერდობზე. უკანა ბაღი წინა ბაღთან შედარებით 95 სმ-ით დაბალია. გარდა ლანდშაფტში ინტეგრაციისა, ეს ასევე უზრუნველყოფს სახლის უფრო დიდ სივრცულობას. კიბეებთან, რომლებიც ზღუდავს განსხვავებას დონეზე, ასევე არის მოწყობილი უჯრები და კარადები. აქვე არსებული ყოფილი მარანი კი გადაკეთდა ტექნიკურ ოთახად.

წინა ფასადი, დახრილი სახურავის ზედაპირი და უკანა ფასადი მოპირკეთებულია თეთრი მეტალის პანელებით და მაღალი საიზოლაციო მასალებით. დიზაინი მიზნად ისახავს ბალანსის დამყარებას მიმდებარე ურბანული ქსოვილის სტიმულირებასა და მის კონტექსტში ინტეგრირებას შორის. ფასადის პირველ სართულზე არსებული დიდი ფანჯარა და ხედი უკანა ბაღისკენ სივრცეს უფრო მიმზიდველს ხდის.

არქიტექტურული სტუდია: Atelier Tom Vanhee

ფოტოგრაფი: Filip Dujardin

#სადვიცხოვრო: ჯორჯ გერშვინის “Rhapsody in Blue”-ს ინსპირაციით შექმნილი ბინა ვერცხლის ქუჩაზე

სახლის ოფისის მოწყობის იდეები სახლში კომფორტულად მუშაობისთვის