in

სახლის ოფისის მოწყობის იდეები სახლში კომფორტულად მუშაობისთვის

მიუხედავად იმისა, გვიყვარს სახლიდან მუშაობა თუ არა, არ უარვყოფთ, რომ კომფორტული, პროდუქტიულობის ამამაღლებელი სივრცე მუშაობას ბევრად უფრო პოზიტიურს ხდის. ხშირად რუტინული ადგილი უბრალოდ გვიკლავს მოტივაციას, ვიმუშაოთ სახლიდან. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოაწყოთ სახლის ოფისი ისე, რომ კომფორტულად მუშაობა შეძლოთ.

განათავსეთ თქვენი ოფისი ლოფტის ზედა ნაწილში

თუკი ასეთი სახლი გაქვთ, უმჯობესია, ზედა სივრცე არა საკუჭნაოდ, არამედ სახლის ოფისად გარდაქმნათ. ამ ადგილას ყოველთვის განსაკუთრებული სიმყუდროვეა. აქვე შეგიძლიათ მოაწყოთ მცირე ბიბლიოთეკა, რაც სამუშაო განწყობას კიდევ უფრო აგიმაღლებთ.

იმუშავეთ ფანჯარასთან

არაფერი კლავს კარგ განწყობას ისე, როგორც ცარიელი კედლის ყურება. თუკი შეგიძლიათ, თქვენი მაგიდა ფანჯარასთან დადგათ, აუცილებლად გააკეთეთ ეს – გარდა იმისა, რომ იგი თვალების დასასვენებლად მშვენიერი ვარიანტია, სინათლე ასევე აფხიზლებს თქვენს გონებას.

გამოიყენეთ ვერტიკალური სივრცე

კედლის თაროების ჩამოკიდებით თქვენ შეგიძლიათ ადგილი, რომელსაც აქამდე არ იყენებდით, პატარა ოფისად აქციოთ. ეს მშვენიერი ალტერნატივაა მაშინ, როცა სახლში სხვა თავისუფალი სივრცე არ გაქვთ.

გზა გაუხსენით თქვენს წარმოსახვას

არ აქვს მნიშვნელობა, სად მოაწყობთ ოფისს, მთავარია, ის თქვენთვის კომფორტულ ადგილას იყოს – თუნდაც ეს იყოს საკუჭნაო, გარდერობის ოთახი და ა.შ მთავარია, ის გააფორმოთ ისე, როგორც თქვენს პიროვნებას შეეფერება.

გამოიყენეთ სასაუზმე კუთხე

მართალია, ის ტექნიკურად არ არის სახლის ოფისი, თუმცა, მსგავს კუთხეებს აქვს ყველაფერი, რაც გჭირდებათ სამუშაოს შესასრულებლად, კომფორტული სკამებიდან დაწყებული ბუნებრივ განათებამდე.

ჩამოკიდეთ სარკე განათების გასაზრდელად

ჩამოკიდეთ სარკე მაგიდასთან, რათა მთელი დღე არ უყუროთ ცარიელ თეთრ კედელს. კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ თქვენი სარკე ფანჯრის ხედს აირეკლავს და სინათლის დონეს გაზრდის.

გამოიყენეთ ხელოვნების ნიმუშები

როდესაც თქვენ არ გაქვთ ხედი ან ფანჯარა, დაფარეთ კედლები ფერადი ნამუშევრებით, რათა გაამრავალფეროვნოთ თქვენი სივრცე და რუტინულ კედლებში მუშაობა არ მოგიწიოთ.

პასიური სახლი ბელგიაში – Atelier Tom Vanhee-ს ნამუშევარი

ჩარლზ და რეი იმსები, როგორც “არქიტექტორი და მხატვარი”