in

რას ნიშნავს ფერადი სტიკერები საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე?

ყველას გვინახავს საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ფერად სტიკერზე დატანილი ლათინური ასოები. დღეს სწორედ მათ მნიშვნელობაზე გვსურს გიამბოთ.

როგორც ცნობილია, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ეფექტურობის ერთ-ერთი კომპონენტი მისი ელექტროენერგიის მოხმარების დონეა. ევრო კავშირის მიერ დამტკიცებულია უნიფიცირებული კლასები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგოეფექტურობას ასახავს. ამ სქემის მიხედვით, “A+++” ყველაზე ენერგოეფექტური ტექნიკაა, ხოლო “G” ყველაზე ხარჯიანი.

სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის ელექტროენერგიის მოხმარების სტანდარტული დონეა შეთანხმებული , რომელიც ამ ლათინური ასოებში “D” კლასს შეესაბამება, ხოლო ყოველი მომდევნო ასო შესაბამისად ნაკლები ან მეტი მოხმარების მაჩვენებელია.

მაგალითისთვის, ყველაზე ენერგოეფექტური “A” – “A+++” ნიშნავს, რომ აღნიშნული ტექნიკა სტანდარტულის 45%-ზე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, “B” – 55%-75%, “C” – 75%-95%

სარეცხი მანქანა

სარეცხი მანქანის ენერგოეფექტურობის აღმნიშვნელ სტიკერზე შესაძლოა რამდენიმე ლათინური ასო იყოს დატანილი, მათ შორის რეცხვის ხარისხის მაჩვენებელიც. შესაბამისად, მანქანა შეიძლება ცოტა დენს მოიხმარდეს, მაგრამ მისი რეცხვის ხარისხი შედარებით დაბალი იყოს. სწორედ ამიტომ, ამ გარემოებას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.

მაცივარი

ის ყველაზე მასიური საყოფაცხოვრებო ტექნიკაა სახლში. ნიშანდობლივია, რომ “A” ორჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ვიდრე  “A+++”. ამას გარდა, მაცივარზე მისი ელექტროენერგიის წლიური მოხმარების მაჩვენებელიც არის დატანილი, რაც ამარტივებს მოდელების ელ. ენერგიის მოხმარების მაჩვენებლების შედარებას.

ტელევიზორი

ტელევიზორების ენერგოეფექტურობა გამოიანგარიშება მოხმარებული ენერგიისა და ტელევიზორის ზედაპირის ფართობის შეფარდებით, თუმცა მისი ენერგიის მოხმარება ფასთან შედარებით იმდენად უმნიშვნელოა, რომ ჯობია ყურადღდება აღნიჩნული ტექნიკის სხვა დეტალებსა და ფუნქიებზე გაამახვილოთ.

მაღაზია “Mysa”-ში ახალი ბრენდი გამოჩნდა

Homemade – ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს ყველა ტიპის ავეჯს სთავაზობს