in

რატომ უნდა გამოვიყენოთ ეკომეგობრული საყოფაცხოვრებო ტექნიკა? – ის, რაზეც აქამდე არ დაფიქრებულხართ

თუ უფრო ეკომეგობრულ ცხოვრების წესზე გადასვლაზე ფიქრობთ, საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან ტექნოლოგიები შეიძლება იყოს უკანასკნელი, რაც ამ დროს გაგახსენდებათ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ელექტრონიკა თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კვალი, რომელსაც ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიებით გარემოზე ვტოვებთ.

ცოტა ადამიანს თუ მოუვა ახალი ტექნიკის შეძენის აზრი მაშინ, როდესაც ძველი ჯერ კიდევ მუშაობს. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ არაეკოლოგიურად სუფთა მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა ან სხვა მოწყობილობა შეიძლება, გრძელვადიან პერსპექტივაში, მეტი დაგიჯდეთ. მოძველებულმა მოწყობილობებმა, შესაძლოა, ზედმეტი რესურსი გამოიყენოს, რაც თქვენს კომუნალურ გადასახადებს გაზრდის.

 

მაცივრები

ენერგოეფექტურ მაცივარს შეუძლია ენერგია დაზოგოს წყლის ფილტრაციაზე და მას ასევე გააჩნია ჩაშენებული ფუნქციები, რომლებიც საკვების გაგრილებისთვის საჭირო ენერგიის მოცულობას ამცირებს. ტიპური Energy Star-ით სერტიფიცირებული მაცივარი 60 ვატიან ნათურაზე ნაკლებ ენერგიას ხარჯავს. შესაბამისად, ეკოლოგიურად სუფთა მაცივრის შეძენა გრძელვადიან პერსპექტივაში ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებაში დაგეხმარებათ.

სარეცხი მანქანები და საშრობები

Energy Star-ით სერტიფიცირებულ სარეცხ მანქანებსა და საშრობებს გააჩნია ჩაშენებული ფუნქციები ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. ასეთი სარეცხი მანქანები იყენებს სენსორებს, რათა ავტომატურად აღმოაჩინოს წყლის საჭირო რაოდენობა თითო დატვირთვაზე და მინიმუმამდე დაიყვანოს წყლის ნარჩენები. რაც შეეხება საშრობებს, ეს მოწყობილობებიც სენსორების საშუალებით ადგენს, რომ ტანსაცმელი მშრალია და ავტომატურად ითიშება.

ენერგოეფექტური სარეცხი მანქანების უმეტესობა ენერგიის ნარჩენების შესამცირებლად კიდევ უფრო მეტ ვარიანტს გვთავაზობს. მაგალითად, ტანსაცმლის რეცხვა ცივ წყალში ან საშრობზე „სწრაფი შრობის“ რეჟიმის დაყენება ამცირებს ენერგიის რაოდენობას, რომელიც ტანსაცმლის გასაწმენდად და გასაშრობად არის საჭირო.

ჭურჭლის სარეცხი მანქანები

ჭკვიან ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს რამდენიმე პარამეტრი, რომელიც მოხმარებული წყლის რაოდენობას და წყლის გამაცხელებელზე მოთხოვნას ამცირებს. ნაკლები წყალი კი ნიშნავს ნაკლებ ენერგიას, რომელიც წყლის გასატარებლად გამოიყენება. Energy Star-ის სერტიფიკატის მქონე ჭურჭლის სარეცხი მანქანები კი, ხელით რეცხვასთან შედარებით, ნაკლებ წყალს და ენერგიას მოიხმარს.

შემცირებული ნახშიროჟანგის გამოყოფა

ეკოლოგიურად სუფთა მოწყობილობებს შეუძლია, ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშიროჟანგის მოცულობა შეამციროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკის განახლება კლიმატის ცვლილებაში დადებითი წვლილის შეტანაში დაგეხმარებათ.

უფრო ეფექტური და უკეთესი შედეგები

ეკოლოგიურად სუფთა მოწყობილობები არა მხოლოდ ნაკლებ ენერგიას და წყალს მოიხმარს, არამედ უკეთესად ასრულებს სამუშაოს. ჭუჭყის სენსორები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, ფილტრაციის სენსორები მაცივარში და სარეცხ მანქანაში — ეს ყველაფერი თქვენი მოწყობილობის ოპტიმალურ მუშაობას უზრუნველყოფს.

როგორ შევარჩიოთ ენერგოეფექტური ტექნიკა?

ეკოლოგიურად სუფთა ტექნიკის მოსაძებნად ყველაზე მარტივი გზაა თქვენს მოწყობილობაზე Energy Star-ის ლოგოს მოძიება. სერტიფიცირებულ მოწყობილობებზე ყოველთვის არის დატანილი ინფორმაცია, რომელიც მოგცემთ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რამდენი დაგიჯდებათ ყოველწლიურად თითოეული მოწყობილობის მუშაობა.

რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”

XX საუკუნის ერთოჯახიანი რეზიდენციის გუსტავ კარლსონისეული რენოვაცია

ინტერიერის დიზაინში გაცოცხლებული ფერადი ბავშვობა – ინტერვიუ ნინო გოგილიძესთან