in

პრაქტიკული სახლი ბრაზილიაში — „Estúdio Zargos“-ის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

მკაფიო, შეკრული და თანმიმდევრული — ეს ის ეპითეტებია, რომლებიც ბრაზილიაში, ბელო ჰორიზონტეში მდებარე საცხოვრებლის, Casa Prática-ს არსს სრულყოფილად გამოხატავს. მთებითა და სიმწვანით გარშემორტყმული სახლი  მარტივი აგებულებით გამოირჩევა (როგორც მასალის, ისე მისი გამოყენების თვალსაზრისით).

ყველაზე რთული აღმოჩნდა ახალი ნაგებობის იმ კონსტრუქციასთან შერწყმა, რომელიც ამ ადგილას უკვე არსებობდა სხვა პროექტის შესაქმნელად.

სახლი ორ სართულზე განლაგდა. მიმდებარე შენობების საშუალო სიმაღლეზე ოდნავ მაღალი პირველი სართული მოიცავს შესასვლელს კიბეებით, პანდუსით, დარბაზითა და დიდი ეზოთი, რომელიც ავტოსადგომის ფუნქციასაც ითავსებს. ეზო ექსპრესიული გამწვანებითაა გარშემორტყმული.

სახლის ძირითადი ზონები მეორე სართულზეა განლაგებული. ისინი ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს და ლანდშაფტთანაც ჰარმონიულადაა ინტეგრირებული.

შენობის ხელსაყრელი ადგილმდებარეობის წყალობით, მეპატრონეები განებივრებულნი არიან ქალაქის უნიკალური ხედებით. მასალის სუფთა სახით გამოყენება მარტივი, ცოცხალი, მდგრადი არქიტექტურის საფუძველია.

ქალაქისა და ბუნების სინქრონული დიალოგით დუალისტური ატმოსფერო იქმნება, რომლის მთავარი გმირი ლანდშაფტია. ამ სახლში შეგიძლიათ სიმშვიდითა და გარემოს მშვენიერებით დატკბეთ.

 

არქიტექტურული ფირმა: Estúdio Zargos

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

მწვანე ფერის სამზარეულო – Homeis.ge-ს რჩეული ტონები

10 ადგილი თბილისში, სადაც სამზარეულოს ნიჟარას შეიძენთ