in

რადიატორის არათანაბრად გათბობის გამომწვევი 7 მიზეზი

არათანაბრად გამთბარი რადიატორები ყველასთვის ცნობილი და მეტად არასასიამოვნო მოვლენაა. გაზრდილი დანახარჯების გარდა ის მყუდროებასაც გვირღვევს, ამიტომაც ჩვენ „საგას“ -თან ერთად შევეცადეთ თქვენთვის ის ძირითადი მიზეზები გაგვეცნო, რომლებიც გათბობის სისტემის გაუმართავ მუშაობას იწვევს.

1-ლი მიზეზი ჭუჭყია, რომელიც მომდინარე წყლიდან გროვდება და გათბობის რადიატორებს ნელ-ნელა ბიდნავს. ეს წყლის თავისუფალ ცირკულირებას ხელს უშლის და სისტემის არასლურყოფილ გათბობას იწვევს. აღმოფხვრისთვის გამოიყენება ქიმიური ან მექანიკური მეთოდი, როდესაც წნევით ხდება რადიატორის სიტემაში არსებული ჭუჭყის გამოდევნა.

მე-2 მიზეზი რადიატორებში დაგროვილი ჰაერია. სისტემაში ჰაერის დაგროვება განსაკუთრებით ზედა სართულებისთვისაა დამახასიათებელი, რაც ფიზიკის ელემენტარული კანონია. ჰაერი მიიწევს ზევით და შესაბამისად, გროვდება ზედა დონეებზე. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იყენებენ „მაიევსკის“ სარქველებს, რომელიც სისტემაში დაგროვილი ჰაერის გამოსვლის საშუალებას იძლევა. ამისთვის ცხელი წყლის მიწოდების მილს კეტავენ, ხოლო გამომავალს ხსნიან და „მაიევსკის“ სარქვლის მეშვეობით უშვებენ ჰაერს.

მე-3 მიზეზი რადიატორების არასწორი ინსტალაციაა. მასში შემავალი თბომატარებლისა (წყალი) და გამომავალი მილის არასწორი განლაგება და განაწილება. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ პროფესიონალის ჩარევით.

მე-4 მიზეზი თბომატარებლის სუსტი ტემპერატურა და დაბალი წნევაა. მის აღმოსაფხვრელად საჭიროა გამათბობელი ქვაბის ტემპრატურის მომატება, ასევე ეფექტურია რადიატორში შემავალ და გამომავალ მილებზე წყლის ნაკადის მარეგულირებელი ვენტილების დაყენება, რაც რადიატორში ცხელი წყლის განაწილების ბალანსირების საშუალებას იძლევა.

მე-5 მიზეზი თბომატარებლის ანუ წყლის დაბალი სიჩქარეა, რაც პირდაპირ კავშირშია გამათბობელი ქვაბისა და წყლის ტუმბოს სიმძლავრესთან, სისტემაში გამოყენებული მასალების ხარისხთან და მილების დიამეტრთან. საცხოვრებელი სახლებისთვის წყლის ოპტიმალური სიჩქარეა 0,5 – 1,5 მეტრი წამში. დაბალი სიჩქარე მოშორებულ წერტილებში წყლის ცირკულაციის დაბალ სიხშირეს განაპირობებს, რაც არათანაბრად გამთბარი რადიატორების ეფექტს იძლევა. ამ პრობლემის მოსაგავრებლად სისტემაში ჩართული კვანძების სიმძლავრისა და ხარისხის ამაღლებაა საჭირო.

მე-6 მიზეზი დაბალი წნევაა, რაც გამოწვეულია არასწორი ბალანსირებისგან, მილების კვეთების დიდი რაოდენობისგან, სისტემაში ჰაერის საცობების არსებობით და წყლის ტუმბოს არასაკმარისი სიმძლავრით. წნევის დაცემა ძირითადად გამოწვეულია სისტემაში ჰერმეტულობის დარღვევით.

მე-7 მიზეზი რადიატორში შემავალი თბომატარებლის ვენტილის გაუმართაობაა, რომელიც ექსპლუატაციის დროს მწყობრიდან გამოდის და მუდმივ ჩაკეტილ მდგომარეობაში ამყოფებს შემსვლელ მილს. ამ შემთხვევაში გამოსავალი მის გამოცვლაშია.

Homeis.ge-ს 3 რჩეული ბინა თბილისის ძველ შენობებში Airbnb-ზე

“მშრალი ხიდი” აგებიდან დღემდე