in

4 რჩევა რობოტი მტვერსასრუტის შეძენის მსურველთათვის

რაც უფრო ნაკლები რუტინაა ცხოვრებაში, მით უკეთესს ხასიათზე ვდგებით და მეტი დრო გვრჩება სასარგებლო საქმის კეთებისთვის. 1992 წელს კორეელმა გამომგონებლებმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი საქმის “გამანადგურებელი” წარუდგინეს – რობოტი მტვერსასრუტი.

Ecovacs Deebot OZMO T8 AIVI 750$

პირველი თაობის მტვერსასრუტებმა მნიშვნელოვნად გაიფუჭეს სახელი და არაპრაქტიკული, ძვირფასი სათამაშოს წოდება დაიმკვიდრეს, თუმცა ბოლო თაობის აგრეგატები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან წინამორბედებისგან და დღეს სრულყოფილი „ჭკვიანი“ მტვერსასრუტის წოდებას ნამდვილად ამართლებენ. ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ რამდენიმე რჩევა, რომლებიც ოპტიმალური ვარიანტის არჩევაში დაგეხმარებათ.

Xiaomi Mi Robot Vacuum-Mop P 490$

1. პირველ რიგში ჩამოყალიბდით, დალაგების როგორი სტილისთვის ყიდულობთ მტვერსასრუტს, აუცილებელია თუ არა მშრალი და სველი დალაგების ფუნქციების არსებობა თვენს დანადგარში, თუ უბრალოდ მშრალი დალაგების ფუნქციაც საკმარისი იქნება თქვენთვის. ასევე გათვალეთ დასალაგებელი ფართი, ეს მაჩვენებლები მტვერსასრუტის სიმძლავრეზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

 iRobot Roomba i7  570$

2. არ დაგეზაროთ და რობოტის მუშაობის თავისებურებებს კარგად გაეცანით. პირველ რიგში ყურადრება ტურბო ჯაგრისების არსებობაზე გაამახვილეთ. რაც მეტია ასეთი ჯაგრისი, მით უკეთესია (ერთი ძირითადი და დანარჩენი დამხმარე). მათი მეშვეობით მტვერსასრუტი გაცილებით ხარისხიანად ალაგებს.

 Neato Robotics Botvac D7 450$

3. კომპლექტაციაში აუცილებლად უნდა იყოს ავტომატური დატენვის ბაზა, სადაც მტვერსასრუტი დალაგების პროცესში მივა და ავტომატურად დაიტენება. გაეცანით მტვერშემკრების მოცულობას და ტიპს, ის აუცილებლად ციკლონური უნდა იყოს. ასევე აკუმულატორის სახეობას, რომელიც აუცილებლად ლითიუმის უნდა იყოს (Li-pol, Li-ion).

 Eufy Robovac 11S Max 250$

4. ჩამოყალიბდით რობოტის ნავიგაციისა და მოძრაობის სისტემაზე, რაც სენსორების მეშვეობით იმართება (ისინი შეიძლება იყოს კონტაქტური, ულტრაბგერითი, ინფრაწითელი და ოპტიკური). ამ ფუნქციაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მტვერსასრუტის ფასი. ჩვენ გირჩევთ აირჩიოთ სენსორებით მაქსიმალურად დატვირთული აგრეგატი, რომელიც მაგალითისთვის, შინაური ცხოველის მოსაქმებულს ამოიცნობს და დაბალბიუჯეტურისგან განსხვავებით, მთელს სახლში არ გაავრცელებს მას, არ ჩაიხვევს თქვენი ბავშვის მიერ დაგდებული ფეხსაცმლის თასმას, შეარჩევს ოპტიმალურ ტრაექტორიას და ბიუჯეტურისგან განსხვავებით, დალაგებას სამჯერ ნაკლებ დროსა და ენერგიას მოანდომებს. ძვირფასი მოდელები საგნებთან კონტაქტისა და დაჯახების გარეშე ახერხებს ობიექტის ამოცნობას, გვერდის ავლას და დაულაგებელი მონაკვეთის დამახსოვრებას. მისი გათავისუფლების შემდეგ მაღალბიუჯეტური მტვერსასრუტი მას დასალაგებლად ავტომატურად მიადგება.

 Electrolux Pure i9 860$

რომ შევაჯამოთ, სანამ რობოტ მტვერსასრუტს შეიძენდეთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით: რისთვის გჭირდებათ ეს ჭკვიანი გაჯეტი? თუ უბრალოდ გართობა გსურთ, უმჯობესია იუთუბზე კლიპებს უყუროთ. თუ თქვენ დროის დაზოგვისთვის დამხმარე გჭირდებათ – შეიძინეთ, ნამდვილად არ ინანებთ.

დიზაინერ ემა სიმს-ჰილდიჩის რჩევები იდეალური ინტერიერის შექმნისთვის

პარიზის მერიამ შანზ-ელიზეს გამზირის პარკად გარდაქმნის პროექტი დაამტკიცა