in

როგორ მოვიქცეთ, როდესაც რადიატორი არ თბება — დაჰაერების ინსტრუქცია

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ერთ-ერთი პრობლემის შესახებ, რომელიც ზამთარში საკმაოდ ხშირია. შეიძლება თქვენი რადიატორი არ თბებოდეს (ან არათანაბრად თბებოდეს) და მასში წყლის ჩხრიალის ხმა ისმოდეს. დღეს კი აგიხსნით, თუ როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა სწრაფად და მარტივად.

უმეტეს შემთხვევაში, ამ დროს პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ რადიატორში ჰაერია დაგროვებული. დაჰაერებისთვის (ანუ ჰაერის გამოდევნისთვის) საჭირო არ არის სპეციალისტის დახმარება, პრობლემის მოგვარებას თავადაც შეძლებთ. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინსტრუქცია.

რადიატორს ერთ მხარეს აქვს ჩამკეტები (შემსვლელი და გამსვლელი), ხოლო მეორე მხარეს, ზედა ნაწილში — ჰაერგამშვები. სწორედ მასზე მანიპულირების საშუალებით შეძლებთ პრობლემის მოგვარებას. იმისთვის, რომ რადიატორის სექციებიდან ჰაერი გამოდევნოთ, დაგჭირდებათ მხოლოდ მცირე მოცულობის ჭურჭელი და ქვემოთ მოცემულ ფოტოზე გამოსახული მომჭერი. ამ უკანასკნელის არ ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ დანაც გამოიყენოთ.

პირველ რიგში, დაადგინეთ, თუ სად აქვს ჰაერგამშვებს სადინარი და ჭურჭელი მის ქვემოთ დაიჭირეთ, რათა წყალი ძირს არ დაიღვაროს. შემდეგ ჰაერგამშვებს მოარგეთ მომჭერი და დაატრიალეთ, რათა რადიატორიდან ჰაერი გამოიდევნოს. დაელოდეთ, სანამ სადინარიდან წყალი წამოვა, შემდეგ დაელოდეთ რამდენიმე წამი (დაახლოებით 4-7) და ჰაერგამშვები გადაკეტეთ.

აი ასე მარტივად, სპეციალისტის დახმარებისა და დამატებითი ხარჯის გაწევის გარეშე, თქვენი პრობლემა მოგვარდება, რადიატორი მთლიანად წყლით იქნება შევსებული, თანაბრად გათბება და წყლის ჩხრიალის ხმაც არ შეგაწუხებთ.

პატარა შვედური ბინა “Mid-century”-ს სტილში

მოგონებებით აღსავსე სახლი ტაილანდში