in

როგორ შეიძლება ავაშენოთ ენერგო ეფექტური სახლი, რომელიც მზის ენერგიით თბება

Alliance Group
Alliance Group

ამერიკული სტუდიის Haus-ის მიერ ამერიკაში აშენებული სახლი მიმართულია ენერგიის ზომიერად გამოყენებისა და სითბოს მაქსიმალურად შენარჩუნებისკენ. შენობა აგებულია ნაცრისგან, ბეტონისა და ცემენტის პანელებისგან  და გადახურულია რამდენიმე სანტიმეტრით აწეული სახურავით.

 

Copperwood სახლი, რომელის სახელწოდება მომდინარეობს მიმდებარე ლანდშაფტის ფერიდან , მდებარეობს რვა ჰექტარი სიდიდის დახრილ ტერიტორაზე.  ის გათვლილი იყო ოთხკაციანი ოჯახისთვის, რომელთაც ენერგოეფექტური და თანამედროვე სტილის საცხოვრებელი სურდათ.

ჭარბტენიანი ტერიტორიების გამო,მშენებლობისთვის კლიენტის ქონების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შესაფერისი. მზის პასიური სინათლის  მისაღებად არქიტექტორებს სახლის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით განთავსება სურდათ, მაგრამ მრავალი კუთხოვანი მილსადენის არსებობის გამო გართულდა ამ საკითხის მოგვარება.

საბოლოო ჯამში, მილსადენი გახდა დიზაინის კონცეფციის მთავარი მამოძრავებელი ელემენტი. მისი დახმარებით საძინებლის, საცხოვრებელისა და ავტოფარეხის სივრცეები ერთმანეთის პერპენდიკულარულად მდებარეობენ,რაც Z- განლაგებას ქმნის.

ფასადში გამოყენებული ხე ქვედა ნაწილით ჩასმულია ბეტონის კედელში. გარდა ამისა, ხის შლისა და ტენიანობის მიმართ გამძლეობის შესანარჩუნებლად, თეთრ, ცემენტის კედლებში განთავსებულია თერმული ნაცარი. ნაცრის გამოყოფით ხის მასალა ძლიერდება და რეზისტენტული ხდება ტენიანი კლიმატის მიმართ.

სახლი 390 კვადრატული მეტრის სიდიდისაა. გამოირჩევა ცოცხალი და თავისუფალი დაგეგმარებით. მასალები ძალიან სადა, მაგრამ ფუნქციურად ძალიან გამართულია. აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულია ორი პატარა და ერთი დიდი საძინებელი, ხოლო ცენტრალურ ნაწილში არის ღია გეგმა საცხოვრებლად , სასადილოდ და სამზარეულო საქმისთვის.

ქვედა დონე მოიცავს გასართობ ოთახს , სადაც სამაგიდო ჩოგბურთის მაგიდაა განთავსებული.

რეზიდენციას აქვს მრავალი მდგრადი მახასიათებელი, მათ შორის გეოთერმული გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების (HVAC) სისტემა.

ავეჯით შექმნილი სივრცეები 10 ინტერიერში

სახლი/მარანი ვარდისუბანში