in

10 ადგილი თბილისში, სადაც სააბაზანოს პირსახოცს შეიძენთ

ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტერიერში ტექსტილს და რამდენად აუცილებელია მისი სწორად შერჩევა. ერ-ერთი ასეთი დეტალია სააბაზანოს პირსახოცი, რომელიც გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, ამ სივრცის განუყოფელი ნაწილია და მის იერსახეს დიდწილად განსაზღვრავს. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ადგილებს, სადაც თქვენთვის სასურველ სააბაზანოს პირსახოცს შეიძენთ.

ZARA HOME

ZARA HOME“-ის პროდუქცია მაღალი ხარისხის, რბილი და დახვეწილი ტექსტილით გამოირჩევა. მრავალფეროვან კოლექციაში მარტივად შეარჩევთ ისეთ მოდელს, რომელიც პრაქტიკული გამოყენებისას სინაზითა და სირბილით ხასიათდება, ამასთანვე კი დეკორატიულ როლსაც ითავსებს.

JYSK

პირსახოცის შეძენისას გარდა ტექსტილის ხარისხისა, დიდი ყურადღება ექცევა მის ფერსა და დიზაინს, რადგან აბაზანის სხვა აქსესუარების მსგავსად ისიც დეკორის მნიშვნელოვანი ელემენტია. „JYSK“-ის შოურუმში წარმოდგენილი მოდელებიდან მარტივად შეარჩევთ თქვენთვის სასურველს, რომელსაც ინტერიერს შეუხამებთ და დამატებით მიმზიდველობას შესძენთ სივრცეს.

MANAMO HOME 

აბაზანის პირსახოცები მნიშვნელოვანია არა მარტო პირადი ჰიგიენისთვის, არამედ ზედაპირების და ავეჯის სისუფთავისა თუ სიმშრალისთვის, რათა ტენიანობამ ისინი არ დააზიანოს. განსხვავებული ზომისა და დიზაინის პირსახოცების შეძენა კი „MANAMO HOME“-შიც შესაძლებელია.

ICR HOME

ჰაეროვანი და ნაზი ტექსტურის, ფერადი მოდელების შეძენა შეგიძლიათ „ICR HOME“-ის შოურუმში. თქვენზე მორგებული პროდუქტი კომფორტულ პირობებს შეგიქმნით ჰიგიენის დასაცავად, საკუთარ სხეულზე ზრუნვისთვის და თავს სასიამოვნოდ გაგრძნობინებთ.

სუპერი

სუპერი“ კიდევ ერთი ადგილია, სადაც სააბაზანოს პირსახოცების შეძენას შეძლებთ, რომელთა მეშვეობითაც სწრაფად და მარტივად განაახლებთ ინტერიერს და დეკორატიულად გაალამაზებთ სივრცეს.

Coincasa

განსხვავებული ფერის პირსახოცების გამოყენება შესაძლებელია აქცენტის შესაქმნელად  და ინტერიერში კონკრეტული წერტილების გამოსაკვეთად. ფერად და მიმზიდველ მოდელებს კი „Coincasa“-შიც შეიძენთ.

VELI.store

VELI.store“-დან მარტივად შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი მოდელი და თქვენი აბაზანა ახალი პირსახოცებით გაახალისოთ და განაახლოთ.

MYSA

ინტერიერში მიმზიდველ აქცენტებს შექმნით „Mysa“-ს კოლექციაში წარმოდგენილი პირსახოცებით, რომელთა დახმარებითაც თქვენს სივრცეს ბევრად უფრო მოხდენილს, კომფორტულსა და მყუდროს გახდით.

კლასიკა

პირად ჰიგიენაზე ზრუნვა ადამიანებისთვის პრიორიტეტულია, ამაში  კი დიდ როლს ასრულებს სწორად შერჩეული ტექსტილი. ხარისხიანი, რბილი, სასიამოვნო შეგრძნების მქონე პირსახოცების შერჩევა „კლასიკის“ შოურუმშიც შეგეძლებათ.

ზეზეწარი 

ქართული ბრენდის „ზეზეწარის“  პროდუქციაც ხარისხითა და დახვეწილი ტექსტილით გამოირჩევა, რომელიც აუცილებლად სასიამოვნო შეგრძნებებს მოგგვრით და სააბაზანოსაც გაგილამაზებთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

#WinningFormula: დიმიტრის მანიკისი ალიანს ჰაილაინის წარმატებული საინვესტიციო მოდელის შესახებ

8 მაღაზია საქართველოში, სადაც პლინტუსებს შეიძენთ