in

#WinningFormula: დიმიტრის მანიკისი ალიანს ჰაილაინის წარმატებული საინვესტიციო მოდელის შესახებ

საერთაშორისო ბრენდი და მასთან პარტნიორობა პრივილეგიაა, რომელიც პრემიუმ ხარისხით, მაღალი ცნობადობითა და დივერსიფიცირებული სერვით მომგებიან საინვესტიციო გარემოს ქმნის.

Wyndham Hotels & Resorts ერთ-ერთი პირველი ბრენდია მსოფლიოში, რომელმაც Wyndham Grand Residence-ის ინოვაციური კონცეფციით უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორები გააერთიანა.

Wyndham Grand Residence Tbilisi დედაქალაქის პირველი ბრენდული რეზიდენციებია, რომელიც ალიანს ჰაილაინის C თაუერში განთავსდება.

მოთხოვნა საერთაშორისო ბრენდის უძრავ ქონებაზე დინამიკურად მზარდია. განსაკუთრებით მაშინ, როცა  მსგავსი ტიპის საინვესტიციო პროდუქტი ისეთ მნიშვნელოვან, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სასტუმრო ბრენდს მიეკუთვნება, როგორიც Wyndham Hotels & Resorts-ია.

Wyndham-მა ბრენდული რეზიდენციების მესაკუთრეებისთვის ინოვაციური ბიზნეს მოდელი შეიმუშავა, რითაც Wyndham Grand Residence Tbilisi-ს ბრენდული რეზიდენციების ინვესტორი, მოგებას, როგორც ჯამური სანომრე ფონდიდან, ისე სრული ინფრასტრუქტურიდან დაგენერირებული შემოსავლის პროპორციული განაწილებით მიიღებს, რითაც ის უმსხვილესი ამერიკული სასტუმრო ბრენდის ბიზნეს პარტნიორი და ალიანს ჰაილაინის სრულფასოვანი თანაინვესტორი ხდება.

Wyndham Grand Residences Tbilisi

პირველი მაღალი კატეგორიის ბრენდული რეზიდენცია თბილისში

თბილისის ლენდმარკ-მულტიფუნქციურ პროექტ, ალიანს ჰაილაინში განახლებული ბრენდითა და გაუმჯობესებული სტატუსით, უმსხვილესი ამერიკული სასტუმროთა ქსელის Wyndham Hotels & Resorts-ის ყველაზე მაღალსეგმენტური ბრენდული რეზიდენციები, Wyndham Grand Residence Tbilisi იქნება წარმოდგენილი.

დამსვენებლის კომფორტსა და გამორჩეული სტუმარმასპინძლობის გამოცდილების შექმნაზე ფოკუსირებით, Wyndham Hotels & Resorts-ის პორტფელი 95 ქვეყნის 9300-მდე სასტუმროს, ისევე როგორც 25 მრავალფეროვან ბრენდს მოიცავს ნებისმიერი ტიპის მოგზაურობისთვისა, თუ დასვენებისთვის.

როგორც Wyndham Hotels & Resorts EMEA-ს პრეზიდენტი დიმიტრის მანიკისი ამბობს, ვინდემისა და ალიანსის აკუმულირებული ცოდნა ითარგმნება იმ მაღალსტატუსურ გამოცდილებაში, რომელსაც Wyndham Grand Residence Tbilisi ინვესტორებისთვისა და ვიზიტორებისთვის შექმნის:

“ბრენდი, უსაფრთხოება, მაღალი სტანდარტი, კოლაბორაციები მსოფლიოს წამყვან მასშტაბურ ფრენშაიზორებთან, ცნობადობა და მიწოდება. ეს საინტერესო სინთეზი შთამბეჭდავ კომპლექსსა და Wyndham-ის ბრენდული რეზიდენციებს შორის – წარმატების ფორმულას წარმოადგენს.”

შეჯამება

სტუმარმასპინძლობა არის ამბავი, რომელსაც ვუყვებით თითოეულ სტუმარს.

Wyndham-ის როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი სტუმარმასპინძლობის ბრენდისა და ალიანს ჰაილაინის მასშტაბურობით იქმნება იდეალური კომბინაცია, რომლითაც კომპლექსის თითოეული სტუმარი და Wyndham Grand Residence Tbilisi-ის ინვესტორი, Wyndham Hotels & Resorts-ისა და ალიანსის ისტორიის თანამონაწილე ხდება.

Wyndham Grand Residence Tbilisi ალიანს ჯგუფის მშენებლობის მაღალი სტანდარტით, საუკეთესო ლოკაციით, ბრენდის სანდოობითა, თუ რეპუტაციით შექმნილი სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტია.

ალიანს ჰაილაინი ალიანსის მასშტაბური ხედვის ნაწილია. საოცარია იმის დანახვა, თუ როგორ იქცევა ეს ხედვა რეალობად. ჩვენ ვქმნით და გადავცემთ ისტორიას ადამიანებს, რომლებიც ამ საოცარ ქალაქს ესტუმრებიან, ან რომელთაც არასდროს უფიქრიათ საქართველოზე, ალიანს ჰაილაინსა და თბილისზე – როგორც ახალ დანიშნულების ადგილზე, სადაც ინვესტიციის განხორციელებასთან ერთად, საუკეთესო დროის გატარებაც შეეძლებათ.”-დიმიტრის მანიკისი

[R]

თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა ინდუსტრიულ დიზაინზე – თაზო არუნაშვილის ხედვა

10 ადგილი თბილისში, სადაც სააბაზანოს პირსახოცს შეიძენთ