in

7 შეცდომა, რომელსაც სააგარაკო სახლის შეღებვისას უნდა მოერიდოთ

სააგარაკო სახლის განსაახლებლად იდეალური გზა მისი შეღებვაა, მით უმეტეს, თუ გარკვეული დროის მანძილზე მან პირვანდელი გარეგნობა დაკარგა. თქვენ შეგიძლიათ არსებული ფერი განაახლოთ ან კარდინალურ „რებრენდინგს“ მიმართოთ. ამ სტატიაში კი განვიხილავთ შეცდომებს, რომლებსაც ამ პროცესის განმავლობაში თავი უნდა აარიდოთ.

შეცდომა #1: ჭუჭყიანი კედლის შეღებვა

კარგი ამბავი ის არის, რომ საღებავის წინა ფენის მოცილება საჭირო არ არის, თუმცა შესაღებად კედლების მომზადება აუცილებელია – ამ გზით, საფარი უფრო თანაბარი და გამძლე იქნება. უმჯობესია, ზედაპირის გასაწმენდად წნევით მრეცხავი აპარატი გამოიყენოთ, რაც ჭუჭყის მოშორების საშუალებას მოგცემთ. მთავარია, სწორად განსაზღვროთ, თუ რა სიმძლავრეს გაუძლებს კედლები. თუ ასეთი აღჭურვილობა არ გაქვთ, საფხეკები და ჯაგრისებიც გამოდგება.

შეცდომა #2: სუფთა კედლის მაშინვე შეღებვა

ზედაპირის გარეცხვის შემდეგ, ბევრი ენთუზიასტი მაშინვე შეღებვას იწყებს და ეს შეცდომაა. ზედაპირს კარგად გაშრობის საშუალება მიეცით. ის, თუ რამდენი დროა გასაშრობად საჭირო, რეცხვის ინტენსივობაზეა დამოკიდებული. ზოგიერთ ფასადს 48 საათი ჰყოფნის, ხოლო ზოგისთვის ერთი კვირაა საჭირო.

შეცდომა #3: არასწორი საღებავის შერჩევა

მრავალი ადამიანი დაბალი ხარისხის საღებავს ირჩევს, რადგან ფიქრობს, რომ რამდენიმე წელიწადში ფერი მაინც გაუფერულდება და ფასადის გადაღებვა გახდება საჭირო. სინამდვილეში, სილიკონის ან რეზინის ბაზაზე დამზადებულ თანამედროვე საღებავები სიკაშკაშეს დაახლოებით 7 წლის განმავლობაში ინარჩუნებს.

შეცდომა #4: ეკოლოგიის უგულებელყოფა

საღებავის შემადგენლობას ფრთხილად უნდა მიუდგეთ, რადგან თქვენი ჯანმრთელობა პირდაპირ არის მასზე დამოკიდებული. შეარჩიეთ საღებავი, რომელიც არ შეიცავს საშიშ ინგრედიენტებს, როგორიც არის ტოქსიკური, რადიოაქტიური, კანცეროგენური და მუტაგენური ნივთიერებები.

შეცდომა #5: არასწორი დროის შერჩევა

თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს: დარწმუნდით, რომ შეღებვამდე და შეღებვის მომდევნო დღეებში წვიმა ან მაღალი ტენიანობა არ არის მოსალოდნელი. ასევე ერიდეთ ქარს, რადგან მას თქვენი ახლად შეღებილი კედლის ან საღებავის გაჭუჭყიანება შეუძლია. გარდა ამისა, ძალიან ცხელი ამინდიც არ არის შესაფერისი. იდეალური ტემპერატურა იქნება დაახლოებით + 20°C და მშვიდი, მშრალი ამინდი.

შეცდომა #6: ზედაპირის არასწორად შეღებვა

დაიწყეთ ღებვა არა ქვემოდან ზევით (თუმცა ეს უფრო მოსახერხებელია), არამედ პირიქით – ზემოდან ქვემოთ. გრავიტაციის ზემოქმედების შედეგად, საღებავი კედლის შეუღებავ ნაწილზე ჩამოვა და ამ მეთოდით მუშაობა საფარის ერთგვაროვნების გაკონტროლების საშუალებას მოგცემთ.

შეცდომა #7: ბზარების „ამოქოლვა“

წვრილმანებს სათანადო ყურადღება მიაქციეთ. თუ ღებვისას გზად ბზარები შეგხვდებათ, ჯერ ისინი ნარჩენებისგან საფხეკით კარგად გაასუფთავეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეღებეთ. არ დაგავიწყდეთ უახლოესი ზედაპირების დაფარვა, რათა გარემოს შხეფებით დასვრა თავიდან აირიდოთ. იმოქმედეთ გონივრულად – სახლის შეღებვა შეუმჩნეველი ადგილებიდან დაიწყეთ, რათა თქვენი ხელი ღებვის პროცესს კარგად მიეჩვიოს და ძირითადი, ყველასთვის თვალსაჩინო ფასადი იდეალური გამოვიდეს.

ბინა ახალ აშენებულ კორპუსში: დადებითი და უარყოფითი მხარეები

ალისა პალმერის შემოქმედებითი მიდგომით შექმნილი ინტერიერი ლონდონში