in ,

#სადვიცხოვრო: ბინა ტყვიავის ქუჩაზე

Banner M2
Banner M2

აღნიშნული ბინა მდებარეობს ძველ თბილისში, ტყვიავის ქუჩაზე და მისი საერთო ფართი 60 კვადრატული მეტრია. მიუხედავად იმისა, რომ სივრცე საკმაოდ მცირე ზომის არის, მასში ყველაფერია ერთი (ან თუნადც ორი) ადამიანის კომფორტული ცხოვრებისთვის.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ბინის დაგეგმარების საინტერესო გადაწყვეტა, რომლის მიხედვით საძინებელი ზონა მეორე სართულზე მოთავსდა, ხოლო პირველ სართულზე კომპაქტური სამზარეულო და მისაღები ოთახია განთავსებული.

ინტერიერში გამოყენებულია ბეტონის ფაქტურა და აგურის ელემენტები, რაც საკმაოდ საინტერესო სინთეზს ქმნის ხის დეტალებთან მიმართებაში.

ამ ეტაპზე აღნიშნული ბინა ქირავდება და მისი ღირებულება 400$-ს შეადგენს.

წყარო: dazhomes

“Bugambilias House” – თანამედროვე მექსიკური არქიტექტურის შედევრი

ბუნებრივი განიავების მთავარი პრინციპები – ნატალი ღუდუშაურის გიდი