Blur House — სახლი, რომელიც გარედან მუქი ხისა და მასზე „შემოხვეული“ შავი ლითონით არის გაფორმებული, გორაკზე, ბუნების შუაგულში მდებარეობს. ლოკაციიდან, ყველა მიმართულებით, ბაულდერის (აშშ) გასაოცარი ხედები იშლება. სახლს ფლობს ხელოვნების ორი კონსულტანტი, რომლებიც ინტერიერსა და ექსტერიერს შორის ზღვრის გადაკვეთისას სახლის ურთიერთდაპირისპირებული ბუნების უნიკალური გამოცდილებით ტკბებიან.

უბრალო თეთრი პალიტრით გაფორმებული ინტერიერი, პირიქით, რბილ და სტუმართმოყვარე გარემოს ქმნის. სახლის მარტივი მოპირკეთება ყურადღებას ამახვილებს უზარმაზარ მინებზე, რომელიც ბაულდერის მთის ლანდშაფტთან ფიზიკურ და ვიზუალურ კავშირს ამყარებს.

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”