in

სახლი სადაც სამი თაობა ერთად ცხოვრობს

წყვილმა, რომელიც ამსტერდამში ცხოვრობდა გადაწყვიტა აეშენებინათ სახლი თავიანთ მშობლებთან ერთად, რომლებიც ქალაქგარეთ გადავიდნენ საცხოვრებლად, საბოლოოდ კი უკან, ქალაქში დაბრუნება ისურვეს. 

ეს პატარა საცხოვრებელი ბლოკი 5 სართული და 450 კვადრატული მეტრია, პროექტზე იმუშავა არქიტექტურულმა ოფსიმა – BETA office for architecture and the city. 

© Ossip van Duivenbode
© Ossip van Duivenbode
© Ossip van Duivenbode

კონცეფცია არქიტექტორებმა მაცხოვრებლების მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშავეს. ზედა სართულზე, სადაც ტერასა და ქალაქის ხედებია ხანშიშესული წყვილი ცხოვრობს, ქვედა სართულზე, რომელსაც გამწავნებული ეზო აქვს ახალგაზრდა წყვილი ბავშვებით. ამ სართულზეა საოფისე სივრცეც, საიდანაც წყვილი მუშაობასაც ახერხებს.

სახლს კონტრასტული ფასადები აქვს, ქუჩის მხარეს ფასადი დახურულია და მუქი ფერის მოპირკეთება აქვს, სამხრეთით სახლი მთლიანად იშლება, რაც მას უფრო მზიანსაც ხდის. სამხრეთით არის მოქცეული კორპუსის შიდა ეზოც. ამ ორ მხარეს შორის სართულები კონსტრუქციულადაც ტრანსფორმაციას გადიან, ქუჩის მხარეს დახურული კონსტრუქციაა, ეზოს მხარეს კი შიდა აივნები.

© Ossip van Duivenbode
© Ossip van Duivenbode
© Ossip van Duivenbode
© Ossip van Duivenbode

სახლის მასალებიც ისე არის შერჩეული, რომ შენობა მაქსიმალურად მდგრადი იყოს – უმეტესად შუშის ვიტრაჟებს და ბეტონს ვხედავთ ინტერიერის ხის და ყვითელი ფერის კონტრასტთან. საცხოვრებელი შენობა ისე არის დაგეგმარებული, რომ მისი გადაკეთება ან ბინების სხვანაირად დაყოფა ძალიან მარტივია.

© Ossip van Duivenbode
© Ossip van Duivenbode

 

წყარო: Archdaily

ნივთების გადატანა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი!

პატარა ბინის დიზაინის ანბანი