in

თბილისში, სასტუმრო „ეპიზოდი“ იხსნება, სადაც ყველაფერი ციფრული ტექნოლოგიებით იმართება

21 ოქტომბერს, თბილისში, მაღალი კლასის სასტუმრო „ეპიზოდი“ იხსნება. აქ მომავლის იდეა, დღევანდელობასთან, მაქსიმალურად გათანაბრებულია. ამიტომ, ბრენდის შემქმნელებმა მთავარი აქცენტი მომსახურების ინოვაციურ მიდგომებზე გააკეთეს.

„ეპიზოდი“ ახალი სიტყვაა „ჰოსფითალითი“ სექტორში

აქ მიღებისა და დაბინავების ფორმამ მთლიანად ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა, სასტუმროში მისულ სტუმარს დამოუკიდებლად შეუძლია Check in/Check out გაკეთება. ასევე, „სმარტფონით“ მართავს სასტუმროს სერვისებს: რეგისტრაციის გავლას, პერსონალთან კომუნიკაციას,  ელექტრონული გასაღების თუ სხვა, სასურველი მომსახურების მიღებას.

სტუმრებს ვთავაზობთ, ინოვაციურ გამოცდილებასა და განსაკუთრებულ გარემოს, რომელიც სრულად ერგება ნებისმიერი ტიპის მოგზაურს. „ეპიზოდი“ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი სასტუმროა, სადაც დახვეწილი დიზაინისა და ტექნოლოგიების სინთეზი უმაღლეს სტანდარტს ქმნის.

ეპიზოდი“ 150-მდე ნომერთან ერთად, მოგზაურებს სთავაზობს: ბარს, შეხვედრებისა და საერთო სამუშაო სივრცეებს, სპორტულ დარბაზსა და ატრიუმს – მყუდრო, ღია სივრცეს სასტუმროს შუაგულში.

აქ კომფორტული დასვენება ელეგანტურ და ტრენდულ დიზაინს ერწყმის. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც სტუმარს აქვს როგორც განტვირთვის, ისე საკუთარი საქმის ეფექტურად შესრულების შესაძლებლობა

ეპიზოდის“ დამფუძნებლები ამბობენ, რომ სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. აქ არის კარის გაღების დისტანციური სისტემა – სტუმარს შეუძლია, საკუთარი ოთახში ელექტრონული გასაღებით  შევიდეს, რომელიც სრულად ინტეგრირებულია სასტუმროს აპლიკაციაში. ამავდროულად , სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, მათთან ერთად მყოფ პირებსაც გაუზიარონ ციფრული გასაღები.

როგორც თავად ამბობენ, „ეპიზოდის“ თითოეული სტუმარი მომავლისა და ინოვაციების სამყაროში მოხვდება, სადაც რეალობის აღქმა შთამბეჭდავი და მომხიბლავი იქნება, მოლოდინები კი სრულიად დაკმაყოფილებული.

სალომე გურგენიძე, „ეპიზოდის“ გენერალური მენეჯერი: „ეპიზოდი“ სასტუმროს ახალი თაობაა. ბრენდის შექმნის პროცესში, თვალთახედვაში გამარტივებული პროცესები, არსებული სტანდარტებისგან თავისუფალი, გაუმჯობესებული მომსახურების ხარისხი იყო. ამ ყველაფერს შესაძლებელს ის ტექნოლოგიური გადაწყვეტები ხდის, რაც უკვე დანერგილია ჩვენს პირველ ფილიალში. „ეპიზოდის“, როგორც ბრენდის და მის უკან მდგომი გუნდის ძირითად მახასიათებლად პროგრესულობას და სანდოობას გამოვარჩევდი“.    

ნიკოლოზ რქეზიშვილი, „ეპიზოდის“ თანადამფუძნებელი: „ეპიზოდი“ რევოლუციაა განთავსების სფეროში. მაშინ, როდესაც მოგზაურობა ფუფუნების საგანი აღარ არის  და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, შევქმენით სასტუმრო, სადაც, უბრალოდ, შესაძლებლობა გაქვთ, მიიღოთ დაუვიწყარი გამოცდილება, ხელმისაწვდომ ფასად. მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია, გამოარჩევს „ეპიზოდს“. 

21 საუკუნის ადამიანს არ სურს დროის დაკარგვა იმაში, რისი გაკეთებაც, ტექნოლოგიების საშუალებით უმოკლეს პერიოდში შეუძლია. შესაბამისად, თანამედროვე მოგზაურებისთვის სისწრაფე, კომფორტი და მოქნილობა ის მთავარი კრიტერიუმებია, რომლის გათვალისწინებითაც „ეპიზოდი“ შეიქმნა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ და ერთად ვიამაყოთ იმ ფაქტით, რომ რეგიონში პირველი მაღალტექნოლოგიური სასტუმროს ბრენდის შექმნას საქართველოში ჩაეყარა საფუძველი“. 

 

[R]

#სადვიცხოვრო: სინათლითა და ფერებით დატვირთული ბინა ბაგებში

ბინა თამარაშვილის ქუჩაზე – “იდააფ არქიტექტორების” ნამუშევარი