in

კუბის მსგავსი ფორმის მოდერნისტული სახლი კემბრიჯში

ამ ხის ჩარჩოებით გაფორმებულ, მოდერნისტულ კემბრიჯის სახლს აქვს კუბის მსგავსი ფორმა, რომელიც დედოფალი ელიზაბეტის ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურის მქონეა.

ჩილეში დაბადებულმა პროფესორმა მარსიალ ეჩენიკმა შექმნა სახლის პროტოტიპი თავისი ოჯახისთვის 1970-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მუშაობდა კემბრიჯის უნივერსიტეტის არქიტექტურის განყოფილებაში და ეს შენობა ამ მხარეში ერთადერთია, რომელიც ძველებური ტიპის პროექტითაა აშენებული.

კემბრიჯის სახლს აქვს თაღოვანი დარბაზის სივრცე, საიდანაც ბუნებრივი შუქი გიგანტური ფანჯრებიდან შემოდის. ამავე ფანჯრებიდან შეგვიძლია დავინახოთ ბუნების საოცარი ხედები.

სახლის ორივე სართული სავსეა ხის თაროებითა და წიგნებით. აქვე აუცილებლად მიიქცევს ჩვენს ყურადღებას მცირე ზომის ქანდაკებები და ნახატები. ერთგვარად ეს სახლი ნამდვილადაა კულტურის ბუდე, თუმცა, ამის საპირისპიროდ, შეიძლება ითქვას, რომ სახლი ქაოსურიცაა. აქ განლაგებული ავეჯი თითქოს შემთხვევითობის პრინციპითაა განაწილებული, მაგრამ ამავდროულად, აქ არსებული ნივთები სხვაგვარ, ორიგინალურ ჰარმონიასაც ქმნიან.

სახლის პირველი სართული სასადილო და მისაღებ სივრცეებს ეთმობა, მეორე სართული კი, ფაქტობრივად, სრულად ბიბლიოთეკას წამოადგენს. აქვე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სახლის ძველებური სტილისა, ინტერიერში ხშირად გვხვდება მინის კედელი, მინის კარები – რაც მას ნამდვილად ანიჭებს მოდერნისტულ იერს.

ფოტოგრაფი: Hockeys

მოშე საფდი – ახალი ტიპის ურბანისტი

სითბოთი გაჟღენთილი ბინა დიღომში – მარინა კარპისა და გიგი დედალამაზიშვილის სახასიათო ინტერიერი