in

სახლი ღია სივრცეებით იტალიაში – MIDE architetti-ს ნამუშევარი

პროექტი, რომელზეც დღეს გიამბობთ, იტალიაში მდებარეობს. ის ერთსართულიანი კომპლექსია, რომელიც იდეალურადაა შერწყმული გარე სივრცესთან – გამწვანებულ ბაღთან. სახლი ორ ნაწილად იყოფა: სამხრეთ ტერიტორია დიდი ფანჯრებით მიმართულია სოფლისკენ, ხოლო მეორე, დახურული ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია, ანუ ჩრდილოეთ ფასადი, უყურებს გზას.

Alliance Group
Alliance Group

ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონაში განლაგებულია ავტოფარეხი, სამრეცხაო და აბაზანა, ხოლო დასავლეთით არის საცხოვრებელი ფართი, რომელიც შედგება სამზარეულოსა და მისაღები ოთახისგან. საძინებლები და სველი წერტილები განთავსებულია შენობის აღმოსავლეთ ნაწილში.

სახლის განლაგება საშუალებას აძლევს შიდა ზონებს, უშუალოდ დაუკავშირდეს გარე სივრცეს, გააფართოვოს სივრცე როგორც ფიზიკურად – ვერანდით, ასევე ვიზუალურად – დიდი მინის კარებით.

სახლის ინტერიერიც და ექსტერიერიც საკმაოდ მინიმალისტურია. ფასადი სრულიად ერთი ფერის ქვისგანაა შექმნილი. შენობის ფორმები ძალიან ზუსტი და სიმეტრიულია. სწორედ ამ ფორმებთანაა შერწყმული ინტერიერში ავეჯიც. აქ თითქმის ვერ ვნახავთ მასიურ ავეჯს, მეტი ყურადღება ფუნქციებსა და ფორმებზეა გამახვილებული და ნაკლები – კომფორტსა და სიმყუდროვეზე.

450 კვ.მ სივრცეში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ბაღს, რომელიც ასევე მინიმალისტურადაა მოწყობილი.

არქიტექტურული სტუდია: MIDE architetti

ფოტოგრაფი: Alessandra Bello

სერხიო ასტი – XX საუკუნის იტალიური დიზაინის გურუ

რემონტის გიდი: კედლების მომზადება სხვადასხვა ტიპის საფარისთვის