in

კედლების შავად შეღებვის დადებითი და უარყოფითი მხარეები

სანამ კედლების შავად შეღებვას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია ამ ფერის დადებითი და უარყოფითი მხარეები იცოდეთ. დღეს სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ.

მიუხედავად იმისა, რომ შავი არის ფერი, რომელიც სიბნელესთან ასოცირდება, აქ მრავალი სხვა ასპექტია გასათვალისწინებელი. ინტერიერის დიზაინში შავმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ეს არის ანტერპრენერების, მინიმალიზმის მოყვარულთა და პერფექციონისტების საყვარელი ფერი. თუ სახლის განახლებას სწორედ ამ ტონის გამოყენებით აპირებთ და მაინც ეჭვები გაწუხებთ, კითხვა განაგრძეთ! ჩვენ გაგაცნობთ იმ ნაკლოვანებებსა და უპირატესობებს, რომლებიც ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

კედლების შავად შეღებვის უპირატესობები

თქვენ აღმოაჩენთ, რომ ამ ფერს არაფერი აქვს საერთო სევდასთან და სიბნელესთან – დღეს მან შეიძინა ახალი მნიშვნელობა, რომლითაც მოხიბლული დარჩებით.

შავი: ელეგანტურობის ფერი

კედლების შავად შეღებვა თქვენს სახლს ძალიან ელეგანტურს გახდის. მიზეზი? ეს არის ფერი, რომელიც დეკორატიული საგნების ტონს აძლიერებს… განსაკუთრებით ისეთი საგნების, რომლებიც არის თეთრი, ოქროსფერი, მარგალიტისფერი ან ნაცრისფერი.

ფერთა ფსიქოლოგია შავს დახვეწილობას, ფუფუნებასა და ძალაუფლებას უკავშირებს. იქნებ ეს არის მიზეზი იმისა, რომ შავი წარმატებული ბიზნესმენების საყვარელი ფერია?

შავი ფერი ოთახებს უფრო დიდს აჩენს

სახლის ყველა კედლის შავად შეღებვამ შესაძლოა კუთხეები უხილავი გახადოს. ეს ქმნის ოპტიკურ ილუზიას, რომლის შედეგადაც სივრცე გაცილებით დიდი ჩანს.

თუ პატარა ბინა გაქვთ, მაგრამ დიდი ფანჯრებით და საკმარისი ბუნებრივი განათებით, თქვენი სივრცის უფრო დიდად წარმოსაჩენად ამ ფერის არჩევა კარგი იდეა იქნება.

კედლების შავად შეღებვა შუქს ინტენსივობას მატებს

შავი არის ფერი, რომელიც სიბნელესთან არის დაკავშირებული, თუმცა ამბობენ, რომ ეს სინათლის არარსებობის შედეგია. თუ სახლში ბუნებრივი განათების უზრუნველსაყოფად საკმარისი რაოდენობის ფანჯრები გაქვთ, კედლების შავად შეღებვის შედეგად უფრო განათებულ ადგილს მიიღებთ.

ამ ეფექტის მისაღწევად, მოსახერხებელია, თუ ოთახის ჭერი, ისევე როგორც კედელი, რომელიც ფანჯრისკენ არის მიმართული, თეთრად იქნება შეღებილი. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი სინათლის სხივები იფეთქებს და მთელ ოთახში მიმოიფანტება.

შავი ყველაფერს უხდება

ეს უპირატესობა ახალს არაფერს ამბობს, მაგრამ უნდა აუცილებლად აღინიშნოს. შავის მოყვარულებმა იციან, რომ ეს არის ფერი, რომელიც ყველაფერს უხდება. გარდა ამისა, შავი, მასთან შერწყმულ სხვა ფერს ბრწყინვის საშუალებას აძლევს. ეს იმიტომ ხდება, რომ შავი ნეიტრალური ტონია.

კედლების შავად შეღებვის ნაკლოვანებები

რადგან ყველა შესაბამისი ფაქტის ცოდნა მნიშვნელოვანია, კედლების შავად შეღებვის უარყოფითი მხარეებიც უნდა გაითვალისწინოთ. შემდეგი განყოფილება ყურადღებით წაიკითხეთ, რადგან თუ თქვენი სახლი ქვემოთ განხილულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, შეიძლება, ამ ელფერის გამოყენება კარგი იდეა არ იყოს.

არ გამოიყენოთ შავი იმ სივრცეში, რომელსაც ფანჯრები არ აქვს

ამისთვის მარტივი მიზეზი არსებობს: შედეგად ბნელ და ცივ ოთახს მიიღებთ.

დაივიწყეთ მის შესახებ, თუ ცხელ კლიმატურ ზონაში ცხოვრობთ

თუ ისეთ ადგილას ცხოვრობთ, სადაც მაღალი ტემპერატურაა, უმჯობესია კედლების შავად შეღებვა დაივიწყოთ, რადგან ეს ფერი სითბოს ინარჩუნებს და ტემპერატურას ზრდის.

მიუხედავად ამისა, თუ შავის გამოყენება ძალიან გსურთ, ზომიერება შეინარჩუნეთ. გამოიყენეთ შავი მცირე დეტალებში, ფიგურებში და დეკორატიულ საგნებში. ამ შემთხვევაში უმჯობესია კედლებისთვის აირჩიოთ ღია ტონები, როგორიც არის თეთრი, რომელიც შავ დივანს, ხალიჩებს ან ავეჯს კარგად ეხამება.

ფრთხილად იყავით, თუ თქვენი სივრცე ძალიან მცირეა

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ შავი ოთახებს უფრო დიდად წარმოაჩენს, მაგრამ ეს ყველა ოთახს არ ეხება. როდესაც საქმე მცირე განათების მქონე პატარა ბინასთან გვაქვს, კედლების შავად შეღებვით თქვენ ცივ და ბნელ გარემოს შექმნით. სინამდვილეში, ასხლეტილი შუქის გარეშე, სივრცე კიდევ უფრო პატარა გამოჩნდება.

აპირებთ თქვენი კედლების შავად შეღებვას?

ახლა, როდესაც კედლების შავად შეღებვის დადებით და უარყოფით მხარეებს გაეცანით, თქვენს სივრცეს გადახედეთ. თუ თვლით, რომ ის ჩვენ მიერ განხილულ პარამეტრებს აკმაყოფილებს, შეგიძლიათ ეს ფერი თამამად გამოიყენოთ და ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ შავი არის ფერი, რომელიც უხალისობისგან ნამდვილად შორსაა.

შავი ფერის მრავალი გრადაცია არსებობს, დაწყებული მშვიდი ტონებით, დამთავრებული ინტენსიური ვარიანტებით. იმისთვის, რომ არჩევანის პროცესი უფრო გაგიმარტივდეთ, ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩვენს რჩეულ ელფერებს კაპაროლის კატალოგიდან და გამოყენების სფეროებს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

სახლი ვერაზე სახასიათო ინტერიერით

80-იანი წლების ნიუ-იორკული სახლის რენოვაცია