in

შპალერი აბაზანაში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

აბაზანაში შპალერი საკმაოდ იშვიათობაა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სააბაზანო კარგი ადგილია ექსტრავაგანტური შპალერის გამოსაყენებლად, რადგან შედეგად, ერთგვაროვან და მოსაწყენ სივრცეში დამატებითი ფერები და განწყობა შემოდის. აბაზანა ის ადგილია, რომელშიც, როგორც წესი, ყველაზე იშვიათად ვიმყოფებით, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თამამმა გადაწყვეტილებებმა დაგღალოთ. ამასთან, თუ სახლი ძალიან ცივი არ არის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორთქლმა ქაღალდის ნიმუში დააზიანოს.

შპალერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თანამედროვე ბაზარზე ის უამრავი ფერის, ტექსტურისა და დიზაინის სახით გვხვდება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ შედეგი უშუალოდ ჩვენს ინტერიერს შევუხამოთ. მინიმალისტური სტილის აბაზანაში მისი დახმარებით კონტრასტის შექმნაა შესაძლებელი, ხოლო გადატვირთული სააბაზანოს მოსაწესრიგებლად იდეალურია სადა ფერის შპალერი, რომელიც სივრცეს ერთიანობაში მოიყვანს.

დღევანდელ სტატიაში რამდენიმე რეალურ პროექტს გაგიზიარებთ იმისთვის, რომ თქვენი აბაზანისთვის შპალერის ნიმუშის შერჩევა გაგიადვილდეთ.

რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი

ვის გადავაბარო ჩემი ბინის რემონტი? – 5 კომპანია საქართველოდან

კერძო სახლი ავსტრალიაში – Eldridge Anderson Architects-ს პროექტი