in

ვის გადავაბარო ჩემი ბინის რემონტი? – 5 კომპანია საქართველოდან

ბინის რემონტი საკმაოდ ხანგრძლივი და საპასუხისმგებლო საკითხია, რომელსაც დიდი ყურადღება სჭირდება. ხშირად სარემონტო სამუშაოები იმდენად სტრესულია, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, თავი ავარიდოთ მას. თუმცა, დღეს ბაზარზე უკვე არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც რემონტის პროცესს სრულად გადაიბარებს და ბინას დასრულებულ მდგომარეობაში ჩაგვაბარებს ისე, რომ თავიდან ავირიდოთ როგორც მასალისა და ხელოსნების ძიების დამღლელი პროცესი, ასევე უშუალოდ დაქირავებულ პირებთან კომუნიკაციაც. შედეგად, ვიღებთ ხარისხიან და სასიამოვნო რემონტს, რომელიც არა მხოლოდ სწრაფად, არამედ ძალიან მარტივადაც მიმდინარეობს. დღეს 3 ქართულ კომპანიას გაგაცნობთ, რომელთა პროფესიონალი ჯგუფი კომფორტულ და სწრაფ რემონტს უზრუნველყოფს.

T-Studio

T-Studio პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც არა მხოლოდ სარემონტო სამუშაოებს, არამედ სხვა სახის მომსახურებასაც გვთავაზობს. მათ შეუძლიათ იზრუნონ როგორც ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაზე, ასევე პროექტირებაზე, მშენებლობაზე და წინასწარი ხარჯთაღრიცხვის შედგენაზეც.

Brigard Art

სამშენებლო კომპანია “ბრიგად არტი” გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, რემონტსა და დახვეწილი ინტერიერის შექმნას. Brigard Art-ის სერვისები მოიცავს სამშენებლო თუ სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე წინასწარ პროექტირებასაც.

Builder X

Builder X გთავაზობთ ინტერიერისა და ექსტერიერის კეთილმოწყობას, წინასწარი კონსულტაციის დახმარებით. კომპანია ასრულებს სრულ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს როგორც კერძო სახლებში, ასევე ბინებსა და სხვა თქვენთვის სასურველ ობიექტებზე.

Renovare.ge

გუნდი გვთავაზობს სრულ სარემონტო და სამშენებლო მომსახურებას. Renovare-ს გააჩნია რამდენიმე შვილობილი კომპანიაც, მათ შორის ”Everwood – ევერვუდი”, რომელიც ავეჯის დამზადებას უზრუნველყოფს და “სისუფთავის ლაბორატორია”, რომელიც რემონტის შემდგომ დალაგების პროცესში დაგეხმარებათ.

build-lab.ge

ლაბორატორია • ჩემი რემონტი გთავაზობთ საპროექტო-სამშენებლო-სარემონტო საქმიანობის სრულ პაკეტს ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას. მათ შორის, სასტუმროების, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა, თუ სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, საინჟინრო ქსელების გაყვანას და ინტერიერის დიზაინს.

რა შემთხვევაში არ არის რეკომენდებული იატაკის მოხვეწა?

შპალერი აბაზანაში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის