in

სკანდინავიურ სტილში შესრულებული თანამედროვე ფერმერული სახლი

Banner M2
Banner M2

ეს ზღაპრული ფერმერული სახლი, რომელიც ცნობილი დანიური კომპანიის, „Vipp“-ის შესრულებულია, დანიის კუნძულ ლოლანზე 1775 წელს აშენდა და თავის დროზე მებაღის რეზიდენციას წარმოადგენდა. მომხიბვლელი სახლი ტყის შუაგულში მდებარეობს და ის წარმოადგენს მინიმალისტური ექსტერიერის მქონე თანამედროვე სააგარაკო სივრცეს, რომელსაც თავისებური ხასიათი აქვს.

სახლის წარსულის პატივისცემის ნიშნად, მას პირვანდელი სახე მაქსიმალურად შეუნარჩუნეს – ტრადიციული დანიური სახლებისთვის დამახასიათებელი შეთეთრებული ფასადი და თივის სახურავი დაუტოვეს.

ლამაზად მოდერნიზებული ინტერიერი სახლს ფუნქციურობასაც უნარჩუნებს. ეს 88 მ2 კომპაქტური ნაგებობა 3 საძინებელს, სააბაზანო ოთახს, თანამედროვე სამზარეულოსა და მისაღებს მოიცავს.

სახლი „Vipp“-თვის დამახასიათებელი ყველა ასორტიმენტით არის აღჭურვილი. აქვეა დღეისათვის ასე ცნობილი დანიური ბრენდის ლითონის სამზარეულოც.

„თვითიზოლაციის დროს ჩვენ ბუნება და დანიური სოფლის ხიბლი თავიდან აღმოვაჩინეთ, ახლა კი გვინდა, თქვენც გაგიზიაროთ. „Vipp“-ის ეს პროექტი ბუნებასთან სიახლოვეს გთავაზობთ. ფერმერული ცხოვრების გემოს, სადაც ძროხა უკვე მოწველილია“, – ამბობს ჯეტტე ეგელუნდი, „Vipp“-ის მეორე თაობის მფლობელი.

რბილი პალიტრა ნატურალური ელფერებისგან შედგება – რუხი, ყავისფერი და თეთრი. ტაქტილურ მასალებს, როგორიცაა სქელი გადასაფარებლები, ჯუთთის ხალიჩები, სელისა და დაწნული აქსესუარები, ხავერდის გადასაკრავები და ასევე სხვა მრავალრიცხოვანი ხის აქცენტები, სახლში მეტი სითბო და სიმყუდრივე შემოაქვთ.

შპალერის გამოყენების რამდენიმე იდეა სასტუმრო ოთახში

როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ინგლისურ სტილში – 6 საინტერესო რჩევა