in

ძველი, კლასიკური და თანამედროვე დიზაინის შერწყმა ბრიტანულ სახლში

Banner M2
Banner M2

სახლი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, ყველაზე მეტად ორი ტიპის ადამიანებს მოეწონებათ – რეგენტური არქიტექტურისა (ძველი, კლასიკური სახლები ბრიტანეთში) და თანამედროვე დიზაინის მოყვარულებს. იგი მართლაც ნაზავია ძველსა და ახალს შორის და ეს შერწყმა ძალიან ჰარმონიულად იგრძნობა სახლში.

თეთრი კედლები, ფანჯრები და კარები, ხის იატაკი – ალბათ, სახლს სწორედ ეს დეტალები აბრუნებს ძველ პერიოდში. ფაქტობრივად, ესაა ძველებური სივრცე ახლებური გაფორმებით. ალბათ, გამართლებული იქნება, თუ აქაურობაზე საუბარს მისაღები ოთახით დავიწყებთ, სადაც რამდენიმე ტიპის დივანს ვიპოვით. როგორც ჩანს, სახლის მფლობელი არ მოერიდა ექსპერიმენტებს – მან ცისფერ და კრემისფერ დივანთან ერთად ტყავის სკამებიც განათავსა. მათ უკან კი ვხვდებით სპეციალურად სასმელებისთვის შექმნილ მინის თაროებს.

ხის დიდი მაგიდა და ასევე ტყავისვე სკამები, ორიგინალური, სრულიად თანამედროვე განათება და ძველებური ბუხარი – ეს კი სასადილო ოთახია, რომლიდანაც სამზარეულოში გავდივართ. რაც შეეხება სამზარეულოს, აქ უკვე მეტალის კარადები გვხვდება მარმარილოს ზედაპირით, რაც სივრცეს თანამედროვე იერს აძლევს.

სახლს რამდენიმე საძინებელი აქვს და ყველა მათგანი ტიპური ბრიტანული სახლის საძინებელს ჰგავს. აქ გვხვდება როგორც სადა, თეთრი საძინებლები, ისე ძველებური შპალერებით გაფორმებული ოთახები.

სახლში ასევე ყურადღებას იპყრობს აბაზანაც, რომელიც აბსოლუტურად თანამედროვე, მწვანე ფილებითაა შექმნილი. აქ თითოეული დეტალი გემოვნებითაა შერჩეული – ჯაკუზი, ხელის საბანი, განათება, დეკორი..

აღნიშვნის ღირსია სახლის ეზოც, რომელიც ულამაზეს ბაღს და განტვირთვის ადგილს წარმოადგენს.

ფოტოგრაფი: Inigo

ოჯახური საქმიანობით შთაგონებული ავეჯის დიზაინერი – ინტერვიუ აკაკი ბაქრაძესთან

რაში მჭირდება ინტერიერის დიზაინერის დახმარება? – ნატალი ღუდუშაურის პასუხი