in

The Wall Design Studio-ს პორტალისებური სარკე ევროპაში გაიყიდება

ინტერიერის დიზაინში სარკე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს. სწორედ სარკეები აღმოჩნდებიან ხოლმე სახლის ატმოსფეროს სრულიად შემცვლელ, სივრცის გამზრდელ თუ გამლამაზებელ ელემენტებად.

The Wall Design Studio”-ს ახალი სარკე “My Wall Mirror” რომლის დიზაინერი რუსა თუმანიშვილია, სრულიად ახლებური პერსპექტივით გვანახებს ჩვენივე სახლებს. მისი შექმნის ინსპირაცია კვანტური მექანიკის იდეა იყო პარალელურ სამყაროებზე. ამ იდეის თანახმად, ჩვენი სამყაროს პარალელურად სხვა მილიონობით, მილიარდობით სამყარო არსებობს. მათში გადასვლის აზრი რუსა თუმანიშვილისთვის მიმზიდველი და საინტერესოა, რაზე დაყრდნობითაც შექმნა სამგანზომილებიანი ეფექტის მქონე ეს პოეტური სარკე.

ამ სარკის მთავარი თვისება, რაც მას უნიკალურსა და ინოვაციურს ხდის ისაა, რომ მეტაფიზიკურ პორტალს განასახიერებს, რომელიც გვიქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მას პარალელურ სამყაროში გადაყვანა შეუძლია.

„The Wall Design Studio”-ს ახალი სარკე ნებისმიერი სახლის სივრცეს გაზრდის და მის ინტერიერს ჯადოსნურ სილამაზეს შემატებს.

სარკის შეძენა უკვე ევროპის მასშტაბითაა შესაძლებელი.

2020 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები მსოფლიოში

ბოლო წამის სასაჩუქრე იდეები