in

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა

უნივერსიტეტის ქუჩის #6-ში „ტოიოტა ცენტრი თეგეტას” განახლებული შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო ცენტრის ტერიტორია 800 მ2-ია და, საექსპოზიციო სივრცესთან ერთად, სერვისცენტრსაც მოიცავს. სრულად განახლდა ინტერიერიც, რომელიც ტოიოტას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.

იაპონური ბრენდის გაიდლაინით შექმნილ შოურუმში თეთრი ფერისა და ხის ფაქტურის კომბინაცია, განათების ორიგინალურ სისტემასთან ერთად, სივრცეს უფრო კომფორტულს ხდის. შოურუმში წარმოდგენილი ელემენტები ევროპის ქვეყნებში სპეციალური შეკვეთით ტოიოტასთვის დამზადდა:  ვიზუალური და აუდიო აღჭურვილობა – ესპანეთში, ავეჯი და განათებები კი – ჩეხეთში. რაც შეეხება გარე კომპონენტებს,  ფასადისა და პარკინგის ელემენტები უნგრეთში გაკეთდა.

შენობა საექსპოზიციო სივრცესა და საოფისე ნაწილს აერთიანებს. დარბაზში იაპონური ბრენდის ავტომობილებია წარმოდგენილი. შოურუმის ყველა ნაწილშია განთავსებული ციფრული მონიტორებიც, რომელთა დახმარებითაც მომხმარებელი მარტივად შეძლებს, სხვადასხვა პროდუქტსა თუ აქსესუარების ფართო არჩევანს გაეცნოს.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: ტოიოტას პირველი წარმომადგენლები ვართ რეგიონის მასშტაბით, სადაც ახალი კონცეფციის შოურუმი გაიხსნა. განვაახლეთ ინტერიერი და დავამატეთ სამუშაო პლატფორმები სერვისში. მრავალფეროვანია სამოდელო რიგი, ფართოა პროდუქციის არჩევანიც – ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილთან დაკავშირებული ყველა საჭიროება თუ სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

გვსურს, რომ ჩვენს ცენტრში ვიზიტი და მომსახურების მიღება, ერთი მხრივ, მარტივი და კომფორტული და, ამასთანავე, სასიამოვნო იყოს. იაპონური კულტურის ნაწილია „ომოტენაში“, რაც განსაკუთრებულ მასპინძლობას გულისხმობს. გვინდა, ჩვენს ცენტრში ეს მიდგომა რეალობად ვაქციოთ“.

შოურუმის გარე ტერიტორიაზე კი მოწყობილია ავტოსადგომი, რომელიც 50-მდე მანქანას იტევს. გარე სივრცეში ასევე განთავსდა ელექტროდამტენებიც, რომლებით სარგებლობაც ნებისმიერი ბრენდის ავტომობილის მფლობელს შეუძლია.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული კონცეფცია სრულად მომხმარებელზეა ფოკუსირებული, რაც არა ერთჯერად კონსულტაციას, არამედ პერსონალურ მრჩეველსა და ავტომობილის მფლობელს შორის გრძელვადიან ურთიერთობას ნიშნავს.

სიახლეა სერვისშიც, სადაც სამუშაო პლატფორმების რაოდენობა გაიზარდა. ტოიოტას ბრენდზე სპეციალიზებული ტექნიკოსები მომხმარებელს ყველა საჭირო ტექნიკურ დახმარებას უწევენ. მათ შორის არის ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება. მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსები მომხმარებელს უახლესი, თანამედროვე ტექნიკითა და ხელსაწყოებით ემსახურებიან. ამასთან ერთად, უახლოეს მომავალში სწრაფი მომსახურებისათვის შესაბამისი სივრცის გამოყოფაც იგეგმება.

განახლებული შოურუმის გახსნამდე განხორციელდა ორგანიზაციული ტრანსფორმაციაც. ახალი სისტემის საშუალებით შესაძლებელია ფრონტის თითოეული თანამშრომლის ცენტრალიზებული მართვა, საკვანძო პოზიციებს შორის კომუნიკაცია, ჩამოყალიბდა ახალი გუნდური მიდგომა, რაც, საბოლოოდ, მომსახურების პროცესს უფრო სწრაფსა და მოქნილს გახდის.

ახალ კონცეფციასა და შოურუმზე მუშაობა „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ გასულ წელს დაიწყო. დღეს კი ცენტრი მომხმარებელს  ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას განახლებულ სივრცეში სთავაზობს.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა” საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

[R]

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

SKIA 2024 – არქიტექტორ მოთხილამურეთა 46-ე საერთაშორისო შეხვედრა ბაკურიანში გაიმართება

Compasso d’Oro – პრესტიჟული ჯილდო ინდუსტრიულ დიზაინში