in

Compasso d’Oro – პრესტიჟული ჯილდო ინდუსტრიულ დიზაინში

Compasso d’Oro ინდუსტრიული ჯილდოა, რომელიც 1954 წელს იტალიაში დაარსდა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პრემიად ითვლება. პირველად ის მილანის უნივერმაღმა, La Rinascente-მ დააფინანსა, 1958 წლიდან კი ორგანიზებას უწევს Associazione per il Disegno Industriale (ADI). Compasso d’Oro მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს იტალიის დიზაინის სფეროში მოღვაწე ბრენდებს საერთაშორისო დონეზე ასპარეზობაში.

სხვა პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოების მსგავსად, როგორიცაა, მაგალითად, iF Design Award, Red Dot Award, Cooper-Hewitt National Design Awards და Good Design Award, Compasso d’Oro იყო პირველი მსგავსი მასშტაბური ჯილდო ევროპაში, რომელმაც მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და პოპულარობა, რამაც ხელი შეუწყო იტალიური კომპანიების მოხვედრას ევროპაში, შეერთებულ შტატებში, კანადასა და იაპონიაში.

ჯილდოს იდეა ეკუთვნის ჯიო პონტის და ალბერტო როსელის, რომლებსაც ეხმარებოდნენ იმ დროისთვის ცნობილი დიზაინერები და არქიტექტორები – ძმები კასტილიონები, ალბე შტაინერი, ენცო მარი და სხვები.

დაარსების დღიდან ეს ჯილდო დაახლოებით 350 დიზაინერს მიენიჭა. Compasso d’Oro მოიცავს პროდუქციის ფართო სპექტრს: სარბოლო ველოსიპედებს, საკერავ მანქანებს, დივნებს, ლარნაკებს, მაგიდის სანათებს, საათებს და სხვა.

ADI-ს დიზაინის მუზეუმში, რომელიც მილანში მდებარეობს, ინახება Compasso d’Oro Foundation-ის ისტორიული კოლექცია, ეწყობა დროებითი გამოფენები, საჯარო მოლაპარაკებები და ინიციატივები. 2004 წლის 22 აპრილს, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის სამინისტრომ exceptional artistic and historical interest-ს სახელით ცნობილი კოლექცია ეროვნულ ისტორიულ ძეგლადაც კი გამოაცხადა.

ცნობილი გამარჯვებული დიზაინები

ავტომატური საკერავი მანქანა, Marco Zanuso.

ელექტრო-მექანიკური საათი – “Cifra 5”, R.E.C. Solari.

საბეჭდი მანქანა – Olivetti Valentine, Ettore Sottsass.

ყავის აპარატი – 9090 espresso maker, Richard Sapper.

“Sacco chair”, Piero Gatti, Cesare Paolini, Franco Teodoro.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კონცეპტუალური შოურუმი გაიხსნა

Stool 60 – ალვარო აალტოს მიერ შექმნილი სკამი, რომელიც საკულტო დიზაინად იქცა