in

ცარცის დაფის ინტერიერში გამოყენების კრეატიული გზები

ცარცის დაფა თქვენი სახლის ნებისმიერ ოთახში განცხადების გასაკეთებლად შესანიშნავი გზაა. დაფის კრეატიულად გამოყენებას შეუძლია ნებისმიერი კედელი ან ავეჯის ნაწილი გარდაქმნას და მას სხვაგვარი დანიშნულება შესძინოს.

ტრადიციული კედელზე დასაკიდი ცარცის დაფების გარდა, არსებობს მრავალი სხვა ვარიანტი, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ.

  1. დაფა კედელზე

შეგიძლიათ დაფა პირდაპირ კედელზე დახატოთ. გამოიყენეთ საღებავი წებოვანი ლენტი, რათა დაფისთვის სივრცე გამოყოთ და შემდეგ, ფირის შიგნით არსებული ადგილი სპეციალური დაფის საღებავით შეღებეთ. დაფის პირდაპირ კედელზე დახატვა მისი ყიდვის ხარჯსა და დაკიდების სირთულეს აგაცილებთ თავიდან.

  1. კრეატიული სათავსო განყოფილება

ასევე, შეგიძლიათ დაფის სახით სამზარეულოს ერთ-ერთი სათავსო კარადის კარი გამოიყენოთ. ასეთი დაფა, შესაძლოა, ოჯახისთვის დღის გეგმის ან საყიდლების სიის განსათავსებელ ზედაპირად იქცეს.

  1. დაფა დერეფანში

დერეფანში დაფის გამოყენება, შესაძლოა, შესანიშნავი იდეა იყოს. ამგვარი გადაწყვეტა ოჯახის წევრებს ყოველდღიური ამოცანებისა და სამუშაოების სიის გახსენებაში დაეხმარება. სახლიდან გასვლისას ბოლოს, ხოლო შინ დაბრუნებისას პირველს სწორედ დერეფანს ხედავთ, ამიტომ ყოველდღიური შეხსენებებისთვის ეს იდეალური ადგილია. ასევე, აქ შეგიძლიათ დაწეროთ ფრაზები, რომლებიც მოტივაციას გმატებთ, ეს დღის პოზიტიურად დაწყებაში დაგეხმარებათ.

  1. ბავშვის გარდერობი უფრო სახალისო და ფუნქციონალური გახადეთ

ბავშვების მიერ ავეჯზე ხატვის წახალისება ხშირად არ ხდება, რაც ამ იდეას კიდევ უფრო სახალისოს ხდის. ბავშვის გარდერობის კარების დაფის სახით გამოყენება მას უფრო ფუნქციონალურს და, იმავდროულად, განსხვავებულს ხდის.

  1. აქციეთ კარი დაფად

როცა კარისთვის უფრო მეტი დანიშნულების მინიჭება გსურთ, შეგიძლიათ ის დაფის საღებავით შეღებოთ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ამ ელეგანტურ სამზარეულოში შავი ფერის კედელი ფერთა გამას უკვე მატებს ეფექტს, ამიტომ შავად შეღებილი კარი დანარჩენ დეკორს ხელს არ შეუშლის.

  1. მუქ ფერთა სქემას სიღრმე შემატეთ

თუ თქვენს ინტერიერში უკვე მუქი ფერებია გამოყენებული, დაფის საშუალებით შეგიძლიათ მას სიღრმე მარტივად შესძინოთ. იმის გამო, რომ კედელი უკვე ბნელია, დაფა ნაკლებად გამოიკვეთება.

  1. ბაღის ზონირება

დაფის გამოყენება ნებისმიერი ზომის ბაღებისთვის შეგიძლიათ, მას შეუძლია ზონების განსაზღვრაში დაგეხმაროთ. სახალისო ცარცის დაფა ყველაზე მარტივი გზაა განცხადების გასაკეთებლად და საბავშვო კუთხეში სათამაშო ელემენტის დასამატებლად. უზრუნველყავით საკმარისი ადგილი, რომ ბავშვებმა საკუთარი კრეატიულობა გამოავლინონ. უსაფრთხოებისთვის დარწმუნდით, რომ დაფა საიმედოდ არის დამაგრებული.

  1. შექმენით კალენდარი

ოჯახის წევრების გეგმების ორგანიზებისთვის დაფის კალენდარი შესანიშნავი იდეაა. დაფის გამოყენება შეგიძლიათ სამზარეულოში ან სახლის ოფისში, რათა მას ყველა ხედავდეს. გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის საღებავები, რათა კალენდარი უფრო ლამაზი და მრავალფეროვანი გამოვიდეს.

  1. სახალისო ეფექტი საოჯახო ოთახში

დაამატეთ სახალისო ელფერი საოჯახო ოთახს და კარადის კარების დაფის საღებავით შეღებვით ის ოთახის სახალისო ელემენტად აქციეთ. ეს ბავშვებს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი თავი ცარცის საშუალებით გამოხატონ და დატოვონ საკუთარი კვალი ოთახის ინტერიერზე. მათთვის გამოყოფილი სახატავი ადგილის უზრუნველყოფა, კედლების ცარცითა და ფანქრით გაფუჭების საშიშროებასაც ამცირებს.

  1. შექმენით განსაკუთრებული კედელი

სამზარეულოს კედლის ცარცის საღებავით შეღებვა როგორც სახალისო, ასევე ფუნქციონალურია. ეს იდეალური ადგილია ოჯახის წევრებისთვის წერილობითი შეტყობინებების დასატოვებლად, საყიდლების სიის დასაწერად – ძალიან მოსახერხებელია დატვირთული გრაფიკის მქონე ოჯახისთვის.

როგორ უნდა გამოვიყენოთ დაფის საღებავი?

ცარცის დაფის საღებავი თითქმის იგივეა, რაც კედლის ნებისმიერი სხვა საღებავი. გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ზედაპირი კარგად არის გაწმენდილი. სტანდარტული მქრქალი ზედაპირის შეღებვა პირდაპირ შეგიძლიათ. თუ არსებული ზედაპირი არის ვინილის საღებავი, ხე ან ლითონი, უნდა გამოიყენოთ გრუნტი.

კარგი, თანაბარი საფარის მისაღებად, რამდენიმე ფენა დაგჭირდებათ. თითოეული ფენა გასაშრობად 3-4 საათის განმავლობაში გააჩერეთ, ბოლო ფენის წასმის შემდეგ კი 24 საათი უნდა მოიცადოთ. ცარცის მოსაშორებლად უბრალოდ თბილი, ტენიანი ქსოვილი გამოიყენეთ.

ბინის ყიდვა თუ დაქირავება – რომელი ვარიანტი უფრო მომგებიანია?

საოჯახო სახლი, რომელიც ეშლი ტისდეილმა თავად დააპროექტა