in

უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და თანამედროვე ტექნოლოგიები „Axis Towers”-ში

სამშენებლო სფეროში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მასალების ხარისხი და უსაფრთხოებაა. „Axis Towers-ი“ ორივე კომპონენტში უმაღლეს შეფასებას იმსახურებს, რაც მას არა მხოლოდ შთამბეჭდავ არიქტექტურულ ნაგებობად, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ცათამბჯენად აქცევს.

Axis Towers-ი თანამედროვე, მოდერნისტული ნაგებობაა, რომელიც პიედესტალისგან და ორი კოშკისგან შედგება, რომელთა სიმაღლე 147 მეტრს აღემატება. შენობა სულ 41-სართულიანია, რომელთაგან 37 სართული მიწის ზემოთ, 4 კი მიწის ქვეშაა განთავსებული. მიწის ქვეშ მოწყობილია 3 საპარკინგე სართული, რომელიც, ჯამში, 500-ზე მეტ ავტომობილს იტევს.

კოშკები ფორმით იდენტურია, თუმცა, ამავე დროს, განსხვავებული. ეს განსხვავება მასალათა შორის კონტრასტია. ერთი კოშკი ქვისაა, მეორე – მინის; ერთი თეთრია, ხოლო მეორე – შავი. ამასთან, ისინი ერთმანეთთან მიმართებით, სარკისებურად ბრუნავენ. ეს იძლევა საშუალებას, კოშკები გასცდნენ ე.წ. ტყუპების ვიზუალს და უფრო საინტერესონი გახდნენ. ეს მოცემულობა უნიკალურს ხდის შენობას, რადგან იგი თბილისის სხვადასხვა წერტილიდან განსხვავებულად ჩანს.

Axis Towers-ის გამორჩეულობას განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ იგი ერთდროულად მოიცავს დეველოპმენტის 5 მიმართულებას: საცხოვრებელ, სასტუმრო, საოფისე, კომერციულ და გასართობ ფუნქციებს. ფაქტობრივად, ყველაფერი, რასაც ქალაქში ეძებთ, ერთ უზარმაზარ სივრცეში შეგიძლიათ იპოვოთ.

სამშენებლო სფეროში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გაჰყვე თანამედროვე ტექნოლოგიებს. „Axis Towers-ის“ გუნდს თავიდანვე სურდა, რომ თეთრი კოშკი ბუნებრივი ქვის ყოფილიყო. შესაბამისი კლიმატური პირობებისა და ტექნოლოგიების გათვალისწინებისთვის, ისინი იტალიურ კომპანია „ლამინამს“ დაუკავშირდნენ. ეს ფილები – მარმარილოს ფაქტურით – ბუნებრივ კომპონენტებს მოიცავს. მარმარილო ფილებს სასურველ სითეთრეს აძლევს, ხოლო გრანიტი სიმტკიცეს სძენს. შედეგად, „Axis Towers-ის“ ფასადისთვის გამოყენებული კერამიკული ფილები, საპროექტო ყველა დატვირთვას უძლებს და ამავდროულად, მსუბუქიცაა.


შავი კოშკის შემთხვევაში, არქიტექტორებს შემდეგი ამოცანა ჰქონდათ: შენობა, მაქსიმალურად, მუქი ფერის მინის ტიპის შესახედაობის უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, სართულშუა გადახურვის ფილები უნდა შემოსილიყო ისეთი მასალით, რომელიც მინასთან მიახლოებული იქნებოდა. ამისათვის, „Axis Towers-ის“ არქიტექტორთა გუნდმა „მიცუბიშის“ კომპოზიტური პანელები აირჩია.

ხარისხისა და გამძლეობის გარდა, სამშენებლო მასალების შერჩევის პროცესში ენერგოეფექტურობის ფაქტორიც გათვალისწინებულია. ენერგოეფექტურობა, პირველ რიგში, ფასადთან არის დაკავშირებული. ამისათვის გამოყენებულია ე.წ. დაბალემისიური მინა, რომელიც, რა თქმა უნდა, მშენებლობისთვის უფრო მაღალბიუჯეტურია, თუმცა უკეთესია, რადგან ნაკლები თბოდანაკარგი აქვს. ის ინარჩუნებს შენობაში სითბოს და სიცივეს, რაც კომუნალური ხარჯების დაზოგვის გარდა, ცენტრალური გათბობისა და კონდიცირების ეფექტურად მუშაობას უწყობს ხელს.

არქიტექტურულად, შენობის ყოველი მომდევნო სართული, ქვედასთან შედარებით, 2 გრადუსით არის მოტრიალებული. კონსტრუქციის ცენტრში მონოლითური სიხისტის, ძალიან დიდი ბირთვია, რომლის დიამეტრიც 13 მეტრს შეადგენს. სწორედ ბირთვშია განთავსებული საევაკუაციო კიბის უჯრედები, ლიფტები, კომუნიკაციები და ა.შ. მის გარშემო განლაგებულია 12 ცალი დიდი ზომის პილონი, რომელსაც მთელი შენობა უჭირავს. გეგმას ზემოდან რომ დავხედოთ, საათის ციფერბლატს მოგვაგონებს.

„Axis Towers-ის“ მშენებლობის პროცესში გათვალისწინებულია მიწისძვრის, ქარისა და ხანძრის ფაქტორები, რის გამოც, კომპლექსი გამორჩეულად მდგრადია და 8.4 ბალზეა გათვლილი. უსაფრთხოების თითოეული კომპონენტი დიდხანს ნაფიქრი და მაღალ დონეზე დამუშავებულია ქართველი და წამყვანი საერთაშორისო სპეციალისტების მიერ. შენობის მაკეტს რამდენიმე ქვეყანაში აქვს გავლილი უსაფრთხოების ყველა ექსპერტიზა. Axis Towers-მა თითოეული გამოცდა წარმატებით ჩააბარა.  მაკეტის აეროდინამიურ მილში მოთავსებამ და ასეულობით სენსორზე შემოწმებამ განსაზღვრა საპროექტო ქარის მაქსიმალური დატვირთვები. სიღრმისეულად განიხილეს მისი კონსტრუქციული ნაწილიც.

უსაფრთხოების ფაქტორს ამყარებს ცათამბჯენის ხიმინჯების საერთო სიგრძე, რომელიც 19 კილომეტრს შეადგენს. ეს ძალიან შთამბეჭდავი მასშტაბია, რომელიც სიმშვიდის საშუალებას აძლევს ადამიანს, თუნდაც კოშკის უკანასკნელ სართულზე.

Axis Towers- საქართველოში ყველაზე სწრაფი 33 ლიფტი ემსახურება. მათი წყალობით, ნებისმიერ ორ სართულს შორის არსებული მანძილის დაფარვა, ფაქტობრივად, რამდენიმე წამშია შესაძლებელი, თანაც ისე, რომ ვერავითარი დისკომფორტი ვერ იგრძნოთ.

რაც შეეხება ინტერიერში გამოყენებულ მასალებს, „Axis Towers-ი“ მნახველს . ლოფტის ტიპის დიზაინით აკვირვებს, რაც ერთგვარი ექსპერიმენტი და ინოვაციაა. ამ სიახლეების პარალელურად, სოლიდურობაც დაცულია, რასაც დიდწილად, ბუნებრივი მარმარილოს ქვა განაპირობებს. გარდა ამისა, გამოყენებულია სხმული ბეტონი, მინისა და ლითონის ელემენტები, უჟანგავი ლითონის პანელები და სხვადასხვა თანამედროვე, დეკორატიული პანელი. უსაფრთხოების გათვალისწინებით, მშენებლები მაქსიმალურად იყენებდნენ ცეცხლგამძლე, არააალებად მასალებს.

შედეგად, შენობის დიზაინი ერთდროულად არის თანამედროვე და მყუდრო, კომფორტული და ტექნოლოგიური, ეფექტური და ფუნქციონალური.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დედაქალაქის ახალმა ლენდმარკი, Axis Towers-ი უკვე იქცა არამხოლოდ არქიტექტურის და ინჟინერიის, არამედ ქვეყნის განვითარების ერთგვარ სიმბოლოდ.

„მზიური გარდენსი“ მახინჯაურის ცნობილ ბალნეოკურორტს აღადგენს

ორ ტონში გაწყობილი სამზარეულოს კარადები – საინტერესო ფერთა კომბინაციები თქვენი ინტერიერისთვის