in

ორ ტონში გაწყობილი სამზარეულოს კარადები – საინტერესო ფერთა კომბინაციები თქვენი ინტერიერისთვის

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

ორფერი კარადები მარტივი გზაა თქვენს სამზარეულოში სიღრმის, ინტრიგებისა და დახვეწილობის შესატანად. მიუხედავად იმისა, რომ ორ ტონიანი კარადები შეიძლება არ გამოიყურებოდეს მკაფიო არჩევნად, ისინი, რეალურად, ძალიან პოპულარულია სამზარეულოს დიზაინებში. ეს იმიტომ ხდება, რომ სხვადასხვა ფერის, მოპირკეთების ან მასალების გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სხვადასხვა მონაკვეთების ვიზუალურად წარმოჩენას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შთაგონებისთვის ორფერი სამზარეულოების რამდენიმე მაგალითი შემოგთავაზოთ.

თეთრი და შავი

დავიწყოთ ყველაზე პოპულარული წყვილით: შავი და თეთრი. ამ ფერებით თქვენ შეძლებთ თქვენი ლამაზი ჭურჭლისა და დეკორატიული ნივთების ჩვენებას, თუმცა, თუკი ამ სამზარეულოს შუშასაც დაამატებთ, მას უფრო მეტი სიღრმე და ხასიათი შეემატება.

ღია პიტნისფერი და ოქროსფერი

თქვენი ინტერიერის გასაუმჯობესებლად არაფერია უფრო უკეთესი, ვიდრე მეტალის გამოყენება – განსაკუთრებით სამზარეულოში, სადაც ზედაპირები მძიმე სამუშაოს საჭიროებენ, რადგან კედლების დეკორაციის ნაკლები შესაძლებლობებია. აი, ამგვარი სამზარეულოს შესაქმნელად კი ამ ორი ტონის შერყწმა იდეალურ შედეგს მოგცემთ.

იასამნისფერი და კრემისფერი

ერთდროულად გასაკვირი და კლასიკური, რიტა კონიგის მიერ შექმნილი ეს სამზარეულო გვაიძულებს, კიდევ ერთხელ გადავიაზროთ კრემისფერი და ბადრიჯნისფერი მეწამული საღებავების კომბინაცია. ამ ორ ტონს ნამდვილად აქვს რაღაც მაგიური კავშირი..

მუქი მწვანე და ღია ხის ტონი

ღრმა მწვანე და თბილი ღია ხე ერთმანეთთან ძალიან დახვეწილ და ელეგანტურ ერთობლიობას ქმნის სამზარეულოში. ამ ყველაფერს კი განსაკუთრებულ ელფერს მატებს თეთრი, სადა, კერამიკის ფილები.

ლურჯი, წითელი და თეთრი

რატომ უნდა შეჩერდეთ ორ ტონზე, როდესაც სამი ტონის შერჩევა შეგიძლიათ? ეს კაშკაშა ფერის კარადები და თეთრი ფილები იდეალურად ავსებს ერთმანეთს. ეს ადგილი ნამდვილადაა შესაფერისი დისკოს სტილის ვახშმებისთვის.

ჭაობისფერი და კრემისფერი

ჰეიდი კაილიეს მიერ დაპროექტებულ ამ სამზარეულოში კრემისფერი ზედა ნაწილი შუშის შიგთავსით იფარება კედელში, ხოლო მუქი ჭაობისფერი ამცირებს ამ სივრცეს. ისინი ერთად აღმოფხვრიან ვიზუალურ ქაოსს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ძალიან ბევრ ბნელ კარადასთან ერთად.

ღია მწვანე და ხის ტონი

ღია მწვანე ალამაზებს ღია ხის მოპირკეთებულ და ღია ნაცრისფერ ფილებს ამ სამზარეულოში, რომელიც Heidi Caillier Design-ის მიერაა შექმნილი. თუ ჯერ კიდევ არ ხართ მზად თქვენი სამზარეულოს ყველა ხის კარადის ერთ ფერში შეღებვისთვის, ეს ვარიანტი აუცილებლად გამოგადგებათ.

მუქი ალუბლისფერი თეთრ, მინიმალურ პრინტთან ერთად

უბრალო ხის სკამები, შუშით დახურული ხის კარადის ზედა ნაწილი და ნაცრისფერი კუნძულის მარმარილოს საყრდენი ნამდვილად ქმნის ესთეტიკას ამ სამზარეულოში. თუმცა, ამ ზედმეტი ესთეტიკის გამანეიტრალებლად მუქი ალუბლისფერი კარადები გვევლინება, რასაც აშკარად შემოაქვს სიცოცხლე ამ სივრცეში.

უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და თანამედროვე ტექნოლოგიები „Axis Towers”-ში

ტური ოლივია კულპოს თვალწარმტაც ლოს-ანჯელესურ სახლში