in

რომანტიკული ვარდისფერი კოტეჯი ვარდების ბაღით

Banner M2
Banner M2

ეს უმშვენიერესი ვარდისფერი კოტეჯი ავსტრალიაში, ქვინსლენდში მდებარეობს და მისი სავიზიტო ბარათი ულამაზესი ვარდების ბაღია, რომელიც სახლს კიდევ უფრო რომანტიკულ ხასიათს სძენს.

შენობა 1895 წელს არის აშენებული და მისი თავდაპირველი დანიშნულება კუთხის მაღაზია იყო. თუმცა, სულ რამდენიმე ხნის წინ ის ახალმა მეპატრონეებმა საცხოვრებელ სივრცედ გარდაქმნეს და აქ საუცხოო გარემო შექმნეს ვინტაჟური ავეჯით, ორიგინალური აქსესუარებით, ყვავილებითა და ძველებური ნივთებით.

სახლის ინტერიერში მრავლად ვხვდებით ყვავილებს, როგორც ბუნებრივი ფორმით, ასევე ხელოვნების ნიმუშების სახით, რაც ძალიან კარგად ეხმიანება შენობის ექსტერიერს და იქ არსებულ უმშვენიერეს ვარდების ბაღს.

კოტეჯის საძინებელი გაფორმებულია ვინტაჟური ავეჯითა და ყვავილების ნახატებით. ხელოვნების ნიმუშებში აღბეჭდილი ნაზი ფერთა აქცენტები ოთახს კიდევ უფრო განსაკუთრებულ შარმს სძენს.

არანაკლებ საუცხოოა სახლის ექსტერიერი. შენობის ირგვლივ არსებული ბაღი გასაოცარ ატმოსფეროს ქმნის და ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას წარმოადგენს. აქვეა ტერასა გარე ავეჯით, სადაც სახლის მაცხოვრებლებს უმშვენიერესი მცენარეებით ტკბობა და რომანტიკულ გარემოში განტვირთვა შეუძლიათ.

#Homeisინსპირაცია: საძინებელი მანსარდაში – რამდენიმე შთამაგონებელი ნიმუში

1920-იან წლებში აგებული სახლის რედიზაინი პორტლენდში