in

1920-იან წლებში აგებული სახლის რედიზაინი პორტლენდში

Banner M2
Banner M2

სახლი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, პორტლენდში მდებარეობს, 1920-იან წლებშია აშენებული. ცოტა ხნის წინ კი მისი სრულიად განახლება მოხდა. ამ სივრცის რედიზაინი ცნობილ ინტერიერის დიზაინერს, ჯესიკა ჰელგერსონს ეკუთვნის.

პროექტის ავტორმა ორი ახალი დეტალი შეიტანა. პირველ რიგში, მან სამზარეულოს ადგილი შეუცვალა და ის სახლის უფრო მზიან ნაწილში გადაიტანა. მეორე სიახლე კი ის იყო, რომ შენობას ღვინის მარანი დაემატა.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, დამკვეთის სურვილი იყო, რომ სივრცეს განახლებული და კომფორტული იერი ჰქონოდა, თუმცა ის ასევე უნდა ყოფილიყო ვინტაჟური დეტალებით გაჯერებული. ამ დავალებას კი ჯესიკა ჰელგერსონი იდეალურად გაუმკლავდა და შექმნა ელეგანტური ინტერიერი ნათელი ოთახებითა და სახასიათო დიზაინ ელემენტებით.

ფოტოგრაფი: Aaron Leitz

რომანტიკული ვარდისფერი კოტეჯი ვარდების ბაღით

ოთახის მცენარეების მორწყვის გავრცელებული 5 შეცდომა