in

ოთახის მცენარეების მორწყვის გავრცელებული 5 შეცდომა

არსებობს ოთახის მცენარეების მოვლის რამდენიმე გავრცელებული შეცდომა, რომლებმაც ჩვენს მწვანე მეგობრებს შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. დღეს ჩვენ სწორედ ამ თემაზე გიამბობთ:

1. მკაცრად დაცული მორწყვის გრაფიკი

ოთახის მცენარეების მეპატრონეები ხშირად მორწყვის კონკრეტულ გრაფიკს ირჩევენ და მიყვებიან მას. მაგალითად, ყვავილს დღეგამოშვებით ან ყოველ კვირა დღეს რწყავენ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მცენარე განსხვავებულია და წყალზე მოთხოვნილებაც, შესაბამისად, სხვადასხვა აქვს. მორწყვის სიხშირეზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ადგილი, სადაც მცენარე იმყოფება, ოთახის ტენიანობის დონე, გათბობის რადიატორთან სიახლოვე და ქოთნის ფერიც კი. მაგალითად, შავ ქოთანში ჩარგული მზეზე მდგომი მცენარე უფრო ხშირად უნდა მოირწყას.

როგორ ჯობია მოვიქცეთ?

პირველ რიგში, კონკრეტული მცენარისთვის მორწყვის რეკომენდებული სიხშირე უნდა გავიგოთ და მას მივყვეთ. ასევე კარგად უნდა დავაკვირდეთ მწვანე ბინადარს, რომ ჩვენმა პედანტურობამ არ ავნოს მას.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

  • ფოთლების მდგომარეობა. თუ ისინი მოიწყენენ ან სიმკვრივეს დაკარგავენ, შეეცადეთ მორწყვის სიხშირე გაზარდოთ.
  • გრუნტის მდგომარეობა. თუ ნიადაგის ზედა ფენა გამოშრა და გამაგრდა, არ ღირს გრაფიკით დადგენილი მორწყვის ლოდინი. გამონაკლისი მხოლოდ კაკტუსები შეიძლება იყოს, რომლებიც წყლის აკუმულირებას ახდენენ და მშრალ ნიადაგში თავს კარგად გრძნობენ.

2. წლის ყველა დროს ერთნაირი სიხშირით მორწყვა

თუ ზამთარსა და ზაფხუშლი სახლში ტემპერატურა არ იცვლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მცენარე ერთნაირი სიხშირით უნდა მოირწყას. მათ თავისი ბიოლოგიური რიტმი აქვთ: გაზაფხულზე და ზაფხულში ყვავილობენ და დიდი რაოდენობით წყალს საჭიროებენ, ზამთარში კი პროცესები ნელდება და მცენარე ტენს აქტიურად აღარ შთანთქავს.

როგორ ჯობია მოვიქცეთ?

დააზუსტეთ, ახასიათებს თუ არა თქვენს მცენარეს ზამთარის ძილი და რამდენად უნდა შემცირდეს წყლის მიწოდება წლის ცივი პერიოდის დადგომისას. შესაძლებელია მორწყვის მხოლოდ შემცირება კი არა, არამედ ქოთნის უფრო გრილ ადგილზე გადადგმაც მოგიწიოთ.

3. წყლის ქოთნის სადგამში დატოვება

წყალს ქოთნის სადგამ ჯამში იმ მოსაზრებით ტოვებენ, რომ ფიქრობენ, ეს მისი ფუნქციაა. თითქოს მცენარე თანდათანობით შეიწოვს ამ წყალს და ამგვარად მისი იშვიათად მორწყვა გახდება შესაძლებელი. ეს ბოლომდე ასე არ არის. ნადგამი წყალი და ქოთნის ნესტიანი ქვედა ფენა შესაძლებელია ფესვების ლპობის, სოკოსა და ობის გაჩენის მიზეზი გახდეს.

როგორ ჯობია მოვიქცეთ?

შესაძლებელია წყალი სადგამში 15-20 წუთის განმავლობაში დავტოვოთ. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ნიადაგმა საჭირო რაოდენობის წყალი შთანთქოს. შემდგომ წყალი უნდა გადაისხას და სადგამი გამშრალდეს.

იშვიათად, როცა იცით, რომ სახლში რამდენიმე დღე არავინ იქნება, შესაძლებელია ასე მოქცევა და სადგამში წყლის დატოვება. თუმცა, ეს უნდა მოხდეს, როგორც იშვიათი გამონაკლისი.

4. მხოლოდ ზემოდან მორწყვა

მორწყვის ყველაზე პოპულარული ხერხი წყლის ზემოდან დასხმაა. ასე წყალი ფოთლებზე და შემდეგ ნიადაგზე ხვდება.

თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ მორწყვის ეს მეთოდი ყველა მცენარისთვის არ გამოდგება. არსებობს სახეობები, რომლებსაც ფოთლების დასველება არ უყვართ. მაგალითად, ია, გერანი, გლოკსინია, ბეგონია, კოლეუსი და ა.შ. ასეთი მცენარეების ამოცნობა მარტივია. მათ ხაოიანი და გლუვი, თითქოს ცვილით დაფარული ფოთლები აქვთ.

როგორ ჯობია მოვიქცეთ?

თუ მცენარე იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომლის დასველება და დანამვა არ შეიძლება, „ქვედა“ მორწყვის მეთოდს იყენებენ. წყალს ქოთნის სადგამ ჯამში ასხამენ და საჭირო რაოდენობას გრუნტი თავად იწოვს. მნიშვნელოვანია, რომ ქოთანს ძირზე საკმარისი რაოდენობის სადრენაჟო დვრილი ჰქონდეს, ხოლო ნიადაგი და სადრენაჟო ფენა წყალს ეხებოდეს.

5. ცივი, გამდინარე წყლის გამოყენება

ოთახის მცენარეებისთვის წყლის შემადგენლობა და ტემპერატურა მნიშვნელოვანია. ონკანის ცივი წყალი ზოგიერთი მათგანისთვის შესაძლებელია დამღუპველი იყოს. რა თქმა უნდა, არსებობს არაპრეტენზიული მცენარეები, რომლებიც ტემპერატურაზე არ რეაგირებენ. თუმცა ისინიც კი უმჯობესია ხარისხიანი წყლით მოირწყას.

როგორ ჯობია მოვიქცეთ?

გამწმენდი ფილტრები და რამდენიმე დღის ნადგამი წყალი გამოიყენეთ. ასე ყველა ელემენტი ფსკერზე დაილექება. მოსარწყავად ყოველთვის ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ.

რუბრიკა “სახლი და გამწვანების” წარმდგენია გრატოს სათბურები

1920-იან წლებში აგებული სახლის რედიზაინი პორტლენდში

Homeisინსპირაცია: დარაბები ინტერიერში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის