in

W.W Stool – ფილიპ სტარკის მიერ შექმნილი საკულტო დიზაინის სკამი

ფილიპ სტარკი 1949 წელს დაბადებული ფრანგი სამრეწველო დიზაინერი და არქიტექტორია, რომლის ნამუშევრებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი. ფუნქციური თვისებებისა და გამორჩეული დიზაინის წყალობით, სტარკის შემოქმედება დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და აქტიურად იყიდება ავეჯის წამყვანი ბრენდების მაღაზიებში, მათ შორის Vitra-ს შოურუმებშიც.

სტარკის მიერ შექმნილ ავეჯს შორის გამორჩეულია სკამი, რომელიც W.W Stool-ის სახელით არის ცნობილი და რომელიც გერმანელი ფილმების პროდიუსერის დაკვეთით შეიქმნა. ერთი შეხედვით, სკამს საკმაოდ არაკომფორტული დიზაინი აქვს, რომელიც ეჭვს ბადებს მისი გამძლეობისა და სიმტკიცის მიმართ, თუმცა მასალა და სკამის აგებულება სრულიად უზრუნველყოფს ზეწოლის მიმართ მდგრადობას.

თავდაპირველად ვიმ ვენდერმა სტარკს ისეთი ავეჯის შექმნა სთხოვა, რომელიც მას კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობას მისცემდა და იდეალური იქნებოდა ოფისში განსათავსებლად. ფილიპმა სკამზე მუშაობა 1992 წელს დაიწყო და მუშაობის პროცესში მისთვის შთაგონების წყარო ცოცხალი, მწვანე ბუნება გახდა, რომელიც მისი აზრით, ვენდერის სამუშაო დღეს გამოაცოცხლებდა და ენერგიით დამუხტავდა.

დღეს ფილიპის სკამის თავდაპირველი დიზაინს Vitra აწარმოებს და მისი ღირებულება დაახლოებით 3800 ევროდან იწყება. პროდუქტის ფასს განსაზღვრავს ძვირადღირებული მასალა და ხარისხი, რომელიც ინტერიერში კომფორტისა და ინდივიდუალიზმის შეგრძნებებს იძლევა. რაც შეეხება აგებულებას, სკამის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ალუმინი გამოიყენება.

Made By Hand – დანიური ბრენდის განათება ამიერიდან საქართველოშიც ხელმისაწვდომია

5 გამორჩეული ბრენდის პროდუქტი, რომლებიც ცხობის პროცესს გაგიმარტივებთ