in

The Why Not Gallery Gift Shop-ს – ხალიჩების ახალი კოლექცია დაემატა

The Why Not Gallery Gift Shop საჩუქრების ერთგვარი სივრცეა, სადაც, მათი დამფუძნებლების თქმით, ორიგინალური, ხარისხიანი და შედარებით ხელმისაწვდომი პროდუქტი გვხვდება.

“გვსურდა, გვეთანამშრომლა უნიჭიერეს ქართველ ხელოვანებთან და მათი შემოქმედება კიდევ სხვა კუთხით წარმოგვეჩინა.”

როგორც გალერიის შემქმნელები ამბობენ, ყველა ახალი კოლაბორაცია მათთვის ახალი გამოწვევაა. ისინი ცდილობენ არ დაკმაყოფილდნენ სტანდარტული ნივთებით და ყველა ჯერზე ახალი ტერიტორია აითვისონ.

“ამ ეტაპისთვის ვთანამშრომლობთ ისეთ ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანებთან, როგორებიც არიან” თეკლა კიღურაძე, თინა სირაძე, გვანცა ჯიშკარიანი, სანდრო ფაჩუაშვილი, შალვა ნიკვაშვილი და სხვები. ასევე, ძალიან წარმატებით ვთანამშრომლობთ ისეთ ცნობილ და საყოველთაოდ საყვარელ შემოქმედებთან, როგორებიც არიან მაია სუმბაძე და ნანუკა ჩიჩუა. სიხარულით გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სანათების, ხალიჩების, ბალიშებისა და ბენჩების კოლექცია, რათა არასოდეს გქონდეთ მოსაწყენი საცხოვრებელი ან სამუშაო სივრცეები.”

სანათები

ჩვენ მიერ შექმნილი ნივთები ყოველთვის ჭრელი, დატვირთული და გამორჩეული
ესთეტიკის მატარებელია, თითოეული მათაგანი ხშირად ინტერიერში მთავარი აქცენტი ხდება. ეს ყოველთვის ბუნებრივი პროცესია და სანათებზე მუშაობის დროსაც ასე მოხდა. საღამოს, მყუდრო გარემოს შემქმნელ სანათს, დღისით ოთახში სიჭრელე
შემოაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენი სანათი შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც ჭაღი.

ბენჩი

ხშირად პროდუქტები, რომელსაც შოპისთვის ვქმნით, თავდაპირველად ჩვენ თავად
დაგვჭირდა და ვერ ვიპოვეთ ჩვენთვის შესაფერისი ვარიანტი. სწორედ ასე მოხდა ბენჩების შემთხვევაშიც.. შედეგად შეიქმნა ჩვენი ხავერდის რბილი ბენჩების მთელი ნაირსახეობა – იდეალური შემოსასვლელისთვის, საძინებლის ან თუნდაც სააბაზანოსთვის.

ხალიჩები

ხალიჩები ალბათ ჩვენი ყველაზე საამაყო და შოპის ყველაზე ეფექტური კოლაბორაციაა.
ძალიან დიდი შრომის შედეგად შევძელით, რომ მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა
პირველ რიგში ის ხარისხი, რაც ჩვენს ხალიჩებს აქვს, და შემდეგ ვიზუალი, რომლის
შემთხვევაშიც ხალიჩის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე რეფერენსირებით ვქმნით
ახლებურ ინტერპრეტაციებს, იქნება ეს სიუჟეტური თუ აბსტრაქტული ხალიჩები.

ბალიშები

ბალიშები ერთ-ერთი პირველი პროდუქტია, რისი წარმოებაც დავიწყეთ, ისევ და ისევ
იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ძალიან გვიყვარს დეკორატიული ბალიშები, მთელი
მსოფლიოდან ვეზიდებოდით ხოლმე და ყოველთვის გვწყინდა, რომ საქართველოში
წარმოებული ბალიშების დიდი არჩევანი არ არსებობდა.

ისეთი ლამაზი ბალიშები გამოვიდა, ვფიქრობთ, მართლა პატარა სხვაობაა ჩვენს ბალიშებსა და ხელოვნების ნიმუშებს შორის, თან ჩვენც ვინარჩუნებთ თითოეულის ექსკლუზიურობას და შეზღუდული რაოდენობით ვაწარმოებთ თითოეულ დიზაინს.]

სუფრები

GREMO – საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა

საახალწლოდ მორთული შენობები – Homeis.ge-ს რამდენიმე რჩეული