in

ბუნებრივი ელემენტებითა და თანამედროვე დიზაინით შექმნილი სახლი – Woonpioniers-ის პროექტი

დღეს ამსტერდამში მდებარე სტუდია Woonpioniers-ის მიერ შექმნილ, ინოვაციურ სახლზე უნდა გიამბოთ. ეს ორ-სართულიანი სახლი აშენდა მფლობელების, რუბენ სტელინგვერფისა და მარჯოლეინ ბარტელსის საჭიროებებზე მორგებული დიზაინით, მინიმალისტური და ბუნებრივი მასალების პალიტრით.

სახლის გარე ფასადი მოპირკეთებულია ხის მასალით, ხოლო ერთი ნაწილი მოიცავს ნახევრად ღია საცხოვრებელ ზონასა და ტერასას. შუშით გაფორმებული კედლები და ხის ჩარჩოებში ჩასმული მინის კარ-ფანჯრები სივრცეს უფრო ნათელს ხდის და უზრუნველყოფს ღიაობის შეგრძნებას. ყველა ფანჯარა ოთხკუთხედი ფორმისაა და ზომით განსხვავდება ერთმანეთისგან. სახლის ირგვლივ მწვანე მცენარეებია განლაგებული და სახლამდე საფეხმავლო ბილიკი ხის ნატეხებითაა გაწყობილი.

მთავარ სივრცეში განთავსებული სასადილო ოთახი სათბურის მსგავსი მოცულობითაა წარმოდგენილი. ხის კედლები, იატაკი და ავეჯი მდგრად და ბუნებრივ პალიტრას ქმნის. შუშის კედლები, რომლებიც არ ზღუდავენ ხედებზე წვდომას, ამდიდრებს სივრცის მთლიან სილუეტს. მინის კარების გაღებით კი ოთახი სრულყოფილად გარდაიქმნება დიდ ვერანდად, რაც ზაფხულში კიდევ უფრო ხელს უწყობს სივრცის მთლიანობასა და მჭიდრო კავშირს ბუნებასთან.

სამზარეულოში დომინირებს ხის ტექსტურა, რომელსაც ორგანულად ერწყმის ავეჯის ყვითელი ელემენტები, რაც სივრცეს თბილ და თანამედროვე ხასიათს სძენს.

ხის კიბე საცხოვრებელ ზონებს ერთმანეთთან აკავშირებს და ადის მეორე სართულზე, სადაც ტერასა და საძინებელია განთავსებულია.

საძინებელი დახრილი ჭერითა და ხის პანელებით ჰარმონიულად ერწყმის სახლის ბუნებრივ ელემენტებს. აქვე მწვანე და ყვითელი ფარდები ხასიათს მატებს სივრცეს.

რუბრიკის წარმდგენია ალიანს ჯგუფი” 

ბრუტალისტური სტილის სახლი ციხესიმაგრის სტილის შთაგონებული შესასვლელით

საწოლის თავი ინტერიერში – რამდენიმე საინტერესო იდეა შთაგონებისთვის