in

დიზაინის 10 ხრიკი, თუ როგორ გამოჩნდეს პატარა აბაზანა ბევრად დიდი

აბაზანა სახლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. თუმცა, ხანდახან ისეც ხდება, რომ სახლების დაპროექტებისას ოთახების ფონზე მისი მასშტაბი იჩაგრება. პატარა აბაზანა კი ხშირად ხდება “თავის ტკივილის” მიზეზი.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში გაგიზიაროთ, თუ როგორ შეგიძლიათ, სწორი დიზაინის შერჩევით თქვენს პატარა აბაზანას მასშტაბი შემატოთ.

1. გამოიყენეთ მონოქრომული მასალები

ქვის ზედაპირები, კლასიკური ზოლიანი პირსახოცები, სკულპტურული სასანთლე და მრგვალი სარკე ამტკიცებს, რომ მინიმალიზმს შეიძლება ჰქონდეს ზღვარი. მარტივი, ნაცრისფერი სივრცის ელეგანტურობა იმის დასტურია, რომ მინიმალისტურმა მიდგომამ შეიძლება შექმნას უნიკალური სივრცე თვალის გადატვირთვის გარეშე.

2. გამოიყენეთ დიდი სარკე

რაც უფრო დიდი ადგილი უკავია სარკეს კედელზე, მით უფრო მეტად ქმნის ის სივრცის სიდიდის ილუზიას. ამიტომაც, თუკი გსურთ, თქვენი აბაზანა უფრო მასშტაბური გამოჩნდეს, აუცილებლად გამოიყენეთ დიდი ზომის სარკე.

3. გამოიყენეთ უჯრები და კალათები

თუ თაროები არ გაქვთ – არაუშავს, მათი როლი კალათებმა და უჯრებმა შეიძლება, იკისრონ. თაროები ელეგანტურია, მაგრამ მათ გარეშე სივრცე კიდევ უფრო დიდი ჩანს.

4. გამოიყენეთ “სრიალა კარი”

ნაცვლად იმისა, რომ გამოიყენოთ კარი, რომელიც იღება და სივრცეს იკავებს, გამოიყენეთ სრიალა კარი, რომელიც კედლის პარალელურად რჩება.

5. შექმენით გარე სათავსოები

ზემოთ ნაჩვენებ ინტერიერში პატარა თარო ჭკვიანურად ითვისებს იმ ცარიელ სივრცეს, რასაც კუთხე ქმნის. თარო საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მასზე ყვავილები და რამდენიმე კოსმეტიკური საშუალება მოთავსდეს. ამასობაში კი ის აჩენს ილუზიას, რომ სივრცე იმდენად დიდია, რომ მსგავსი სათავსოების დამონტაჟების საშუალებას იძლევა.

6. უპირატესობა მიანიჭეთ სინათლეს

ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს მოსაწყენია, მაგრამ მთლიანად თეთრი აბაზანა უფრო კაშკაშა სივრცეს ქმნის და მის მასშტაბს ზრდის. ისეთი მასალები, როგორიცაა ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული მაგიდა, მსუბუქი ხის კარადები და გრაფიკული იატაკის ფილები სწორედ ამგვარ სტილს უზრუნველყოფს.

7. “მოამრგვალეთ” კუთხეები

იმის მაგივრად, რომ ტრადიციული, მართკუთხედი ფორმის კარადები გამოიყენოთ, უპირატესობა მიანიჭეთ მომრგვალებული ფორმისას, რომელიც აუცილებლად დაგიზოგავთ სივრცეს.

8. გამოიყენეთ კარგი განათება

განათებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სივრცესთან მიმართებაში. ძლიერი და დიდი ზომის განათება და ზოგადად, უხვი განათება სივრცეში, მეტ სივრცეს აჩენს. ამიტომაც, ეცადეთ, სწორად შეარჩიოთ ის თქვენი აბაზანისთვის. ამავდროულად, ნუ დაგავიწყდებათ სარკის და ნიჟარის მიდამოებში მცირე განათების დამონტაჟებაც.

9. დაკიდეთ საშხაპე ფარდები სტრატეგიულად

იმის მაგივრად, რომ აბაზანაში ტრადიციული, გაუმტარი საშხაპე ფარდები დაკიდოთ, უპირატესობა მიანიჭეთ დახვეწილ, ნამდვილი ფარდის მსგავსს ვარიანტებს და დაკიდეთ ისინი ორივე მხრიდან, რათა მათი გადაწევა შეიძლებოდეს.

10. მიუძღვენით ერთი კედელი ნამუშევრებს

არც ერთი ოთახი არ არის ძალიან პატარა ხელოვნების ნიმუშებისთვის. სინამდვილეში, ზოგჯერ პატარა სივრცეები შესანიშნავი ადგილებია კედლებზე მსგავსი ობიექტების მოსათავსებლად, რადგან ვერტიკალური სივრცე მხოლოდ თქვენი სტილის წარმოსაჩენად გჭირდებათ.

Todoroki House – Atelier Tsuyoshi Tane Architects-ის პროექტი ტოკიოში

როგორ მოვაწყოთ ჭკვიანი სახლი – დიტო აბულაძის გიდი