in

Todoroki House – Atelier Tsuyoshi Tane Architects-ის პროექტი ტოკიოში

Todoroki House თანამედროვე არქიტექტურის აზიურ ესთეტიკასთან შერწყმის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, რომლის საერთო ფართობი 188 კვადრატულ მეტრს მოიცავს. პროექტი, რომლის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა, იაპონურ არქიტექტურულ სტუდია Atelier Tsuyoshi Tane Architects-ს ეკუთვნის და საკმაოდ რთულ ლოკაციაზე, ტოდოროკის ხეობაშია აგებული.

Alliance Group
Alliance Group

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,© Yuna Yagi

ეს ტერიტორია ხასიათდება ხშირი ტყითა და ნესტიანი მიწით, ამასთან ერთად, ტოდოროკის ხეობა ძლიერი ქარიანობით გამოირჩევა, ამიტომ არქიტექტორები ბუნებრივი გამოწვევების წინაშე დადგნენ – სახლის დიზაინს ამ ორი კონტრასტული გარემო პირობისთვის დიდხნიან პერსპექტივაში უნდა გაეძლო ისე, რომ ბუნებასთან შერწყმულიყო და ლანდშაფტში დისონანსი არ შეეტანა. ამ მიზნის მისაღწევად  Atelier Tsuyoshi Tane Architects-მა შეისწავლა გეოგრაფიული გარემო და კვლევის შედეგად აღმოაჩინა რა ტიპის შენობებს ანიჭებდნენ უპირატესობას ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადგილობრივები და არქიტექტურული გეგმა სწორედ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინეს.

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,© Yuna Yagi

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,© Yuna Yagi

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,© Yuna Yagi

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,© Yuna Yagi

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,© Yuna Yagi

სახლის პირველი სართული გარედან ჯუნგლითაა დაფარული, კედლები კი ადგილობრივი ნიადაგისგანაა დამზადებული. ამ სივრცის საერთო ატმოსფერო საოცრად მშვიდი და იზოლირებულია – შესასვლელი პირველი სართულისთვის აივნის ფუნქციასაც ასრულებს, აქედანვეა შესაძლებელი მეორე სართულზე მოხვედრა. მეორე სართულზე გვხვდება მთავარი საძინებელი დაბალი ჭერითა და ფართო ფანჯრებით, რომლებიც ტყითაა გარშემორტყმული. მესამე სართული ექვსი სივრცისგან შედგება, რომლებიც ფანჯრების მეშვეობით ლანდშაფტს უკავშირდება და ბუნება სახლთან ინტეგრირდება.

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,© Yuna Yagi

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,© Yuna Yagi

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,© Yuna Yagi

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,© Yuna Yagi

შენობა ქალაქის ცენტრის კომპაქტურად დასახლებულ ნაწილში მდებარეობს, თუმცა არქიტექტორების ჭკვიანური გადაწყვეტილებების საშუალებით ეს ქალაქური სახლი მისი მეპატრონეებისთვის ნამდვილი თავშესაფარია დამქანცველი დღის შემდეგ.

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,© Yuna Yagi

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,© Yuna Yagi

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,© Yuna Yagi

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,© Yuna Yagi

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,Ground + First floor plan

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,Second + Third floor plan

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,Roof floor plan

Todoroki House in Valley / Atelier Tsuyoshi Tane Architects,Section

ფოტოგრაფი: Yuna Yagi

სახლი კრწანისში – ნინო ჟღენტის მიერ შექმნილი ინტერიერი

დიზაინის 10 ხრიკი, თუ როგორ გამოჩნდეს პატარა აბაზანა ბევრად დიდი