in

+1 House-ის პროექტი ოსაკაში – SAI Architectural Design Office-ის პროექტი

+1 House იაპონიაში, ოსაკაში მდებარეობს და 112 კვადრატულ მეტრს მოიცავს. პროექტი არქიტექტურულ სტუდია SAI Architectural Design Office-ს ეკუთვნის და მისი მშენებლობა 2019 წელს დასრულდა. მასთან ახლოს მდებარეობს მთა იზუმი კაცურაგი, რომელიც ოსაკას ჭეშმარიტი მშვენებაა.

Alliance Group
Alliance Group

1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi

1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi

პროექტის კონცეფცია სახლის იდეის სილამაზესა და ოჯახურობაზეა დაფუძნებული – სწორედ სახლია ის შენობა, რომელშიც ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს ვატარებთ და რომელიც ჩვენთან ერთად ვითარდება. ყოველდღიურობის შეცვლასთან ერთად შესაძლოა შევცვალოთ სხვადასხვა ოთახის ინტერიერი და ფუნქციაც, ახლდან დავაგეგმაროთ ფართობი და ა.შ., ამიტომ SAI Architectural Design Office-ის არქიტექტორებმა ისეთი პროექტი შექმნეს, რომელიც 5, 10 თუ 30 წელში კვლავ მყარად იდგება და რომელშიც ახალი ცვლილებების შეტანა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.

1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi

1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi

1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi

სახლის შთამბეჭდავი ჰორიზონტალური სახურავი ლამინირებული ხისგან და ფანერებისგანაა დამზადებული. კონსტრუქციაში გვხვდება 2,2 მეტრიანი კონსოლიანი ფოლადის სტრუტქტურა. ფასადი დაყოფილია ზედა და ქვედა ფენებად, რისი წყალობითაც იქმნება ერთგვარი უხილავი ღობე, საიდანაც მთის ხედი იდეალურად ჩანს. ფანჯრები, იატაკი, ავეჯი და კედლები ისეა განლაგებული და ჩაფიქრებული, რომ სტუმრებსა და ოჯახის წევრებს მაქსიმალურად გაუმარტივდეთ სახლში მოძრაობა.

1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi

1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi

1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi

1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi

1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi

1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi

1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi

საერთო ჯამში, ეს დახვეწილი, გამწვანებული და მშვიდი სახლი ისეა დაგეგმარებული, რომ მასში მყოფ ყველა ადამიანს ერთად დასხდომისკენ, ლაპარაკისკენ და ჯანსაღი ურთიერთობისკენ მოუწოდოს. ეზოში შესაძლებელია ჰამაკზე წამოწოლა, ბუნებაში ჩაფლობა, ჰაერის ღრმად შესუნთქვა და იაპონური მთების ხედით ტკბობა, ინტერიერის მშვიდი ფერები და კომფორტული განლაგება კი მის მფლობელებს პროდუქტიულობისკენ უბიძგებს.

1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi

1+ House / SAI Architectural Design Office,© Norihito Yamauchi

1+ House / SAI Architectural Design Office,Plan - Second floor

1+ House / SAI Architectural Design Office,Section

1+ House / SAI Architectural Design Office,Plan - First floor

ფოტოგრაფი: Norihito Yamauchi

დიზაინის მუზეუმად ქცეული ლობი ბიზნეს ცენტრ Vake Plaza-ში

სინათლე, როგორც მაგია – Flos-ის ფილოსოფია