სახლი, რომელიც იაპონიაში, ტოკიოდან 150 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, საკუთარი ორიგინალური ვიზუალით მაშინვე იქცევს ყურადღებას. პროექტზე მუშაობა შენობის არაორდინალური სახურავით დაიწყო, რომელსაც ფოთლების ფორმა აქვს. სახლი ჰარმონიულად არის მორგებული გარემოს და ადგილობრივ ლანდშაფტს.
განმარტოვდე ბუნებაში და ადაპტირდე გარემოსთან – სწორედ ეს იყო დამკვეთების მოთხოვნა, რომელსაც არქიტექტორებმა სახლის მთელი ინტერიერი მოარგეს და ნათელი საცხოვრებელი სივრცე შექმნეს.
სახურავის ჩაზნექილი და ამოწეული ნაწილები შიდა სივრცეში ჭკვიანურადაა გადანაწილებული. მაღალი გადახურვა სახლის მისაღებ და საერთო სივრცეში გვხვდება, ხოლო დაბალი – საძინებლების ნაწილში.
არქიტექტურული სტუდია: KIA
ფოტოები: Norihito Yamauchi