Casa Girasol არის უნიკალური არქიტექტურული ნამუშევარი, რომელიც მდებარეობს მექსიკაში, ვალე დე ბრავოს ტყიან რეგიონში. პროექტი შექმნილია არქიტექტურული სტუდია Locus-ის მიერ.
სახლის მთავარი მახასიათებელია მისი წრიული ფორმა, რომელიც სამხრეთისკენ არის გახსნილი. ეს დიზაინი საშუალებას იძლევა, რომ ბუნებრივმა სინათლე, მაქსიმალურად შეაღწიოს ინტერიერში, ამავე დროს კი შენობა ჰარმონიულად ერწყმის გარშემო არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტს.
გარე ფასადი დამზადებულია ხის მასალისგან, რაც სახლს ბუნებრივ იერს აძლევს და გარემოსთან ინტეგრაციას უწყობს ხელს. ინტერიერში გამოყენებულია მინიმალისტური დიზაინი, სადაც დომინირებს ნეიტრალური ფერები და ბუნებრივი მასალები, რაც სიმშვიდისა და კომფორტის ატმოსფეროს ქმნის.
Casa Girasol-ის არქიტექტურა წარმოადგენს თანამედროვე დიზაინისა და ბუნებრივი გარემოს შერწყმის შესანიშნავ მაგალითს, რომელიც ფუნქციურობასა და ესთეტიკას იდეალურად აერთიანებს.
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”