საზაფხულო რეზიდენცია უკვე დიდი ხანია აღარ ნიშნავს მხოლოდ სოფლად მყოფ დასასვენებელ სახლს. თანამედროვე პროექტებში საზაფხულო სახლი სიცოცხლით სავსე სივრცედ იქცევა, რომელიც ავსებს და განავრცობს ინტერიერს ღია ცის ქვეშ. ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი არქიტექტურა, კომფორტული ზონები დასასვენებლად და დახვეწილი მასალების გამოყენება – ეს ის ნიშნებია, რაც ამ სივრცეებს გამორჩეულობას ანიჭებს.
გთავაზობთ სამ გამორჩეულ პროექტს საქართველოდან, რომლებიც სტილისა და დასვენების ახალ ფილოსოფიას გვთავაზობს.
1. აგარაკი კახეთში – ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში
გაშლილ მინდორში გაშენებული აგარაკი ბუნებრივ მასალებზე აკეთებს აქცენტს – ხის მოპირკეთება, რბილი ფერების გამოყენება და დიდი გასაშლელი კარები სივრცეს პირდაპირ აკავშირებს ექსტერიერთან. საცურაო აუზის გარშემო განთავსებული ხის ტერასა და მინიმალისტური შეზლონგები თბილ და ელეგანტურ ატმოსფეროს ქმნის. ეს პროექტი ნამდვილად გამოხატავს ზაფხულის მშვიდ და ბალანსირებულ განწყობას.
2. ურბანული ეზოს ინტეგრაცია ინტერიერთან
ამ პროექტში საზაფხულო სივრცე დახვეწილი არქიტექტურული ელემენტებითაა გაფორმებული. ღია ტერასა, რომელიც ხის დეკორატიული ჭერითაა დაცული მზისგან, ბუნებრივად უერთდება ინტერიერს. ვიწრო ფილებით მოპირკეთებული იატაკი, გარე სამზარეულო და კომფორტული ავეჯი ზუსტად იმ ზონას ქმნის, სადაც დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეგიძლია დაისვენო ან იმუშაო. განათება კი განწყობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.
3. თანამედროვე მოსასვენებელი ზონა მცენარეულობით შემოსილ გარემოში
მოსასვენებელი ზონა, რომელიც სიმარტივის და ფუნქციურობის იდეას ეფუძნება, შთაგონებულია თანამედროვე სკანდინავიური მიდგომებით. მუქი ლითონის კონსტრუქცია და ხის მოპირკეთება ბუნებრივად ერწყმის გარემოს. ღია გეგმარება, სუფრის და დასაჯდომი ზონა, ცენტრალური ბუხარი და მოპირკეთებული იატაკი ერთად ქმნის გამორჩეულ ზაფხულის სივრცეს, რომელიც იდეალურია როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ისე სტუმრების მისაღებად.
საზაფხულო რეზიდენციის დიზაინი საქართველოში ახალი ფორმით იკითხება – თანამედროვე, ეკოლოგიური, ფუქნციური და ესთეტიკურად დაბალანსებული. ეს პროექტები აჩვენებს, როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ხანმოკლე დასვენება სრულიად ახალი სტანდარტით, რომელიც გარე სივრცეებს ინტერიერის გაგრძელებად აქცევს.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2–ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2