in

ბინა მწვანე აქცენტით მინდელის ქუჩაზე – NS Studio-ს ნამუშევარი

მინდელის ქუჩაზე მდებარე აპარტამენტი, რომლის დიზაინ პროექტი სტუდია NS Studio-ს ეკუთვნის, თანამედროვე პრაქტიკულობისა და მშვიდი საცხოვრებელი გარემოს დაბალანსებული ინტერპრეტაციაა. სივრცე, სადაც დიზაინი არა მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს, არამედ ოჯახის ყოველდღიურ კომფორტს ემსახურება.

პროექტის კონცეფცია ეყრდნობა პასტელური ფონისა და ფერადი აქცენტების ჰარმონიულ შერწყმას. ინტერიერის ძირითადი ბაზა მშვიდ ტონებშია გადაწყვეტილი. ამ ფონურ სიმშვიდეს მწვანე ფერში გადაწყვეტილი სამზარეულო არღვევს, რომლის ტონალობაც სასადილო სკამების ქსოვილშიც მეორდება. ეს ზონა ერთგვარი ესთეტიკური გადასვლაა მწვანე აქცენტებიდან თბილ, ჩალისფერ ტონებზე, რომლებიც უკვე მისაღები სივრცის დივნებსა და ხალიჩებზე გვხვდება.

გეგმარება სრულად მორგებულია მაცხოვრებლების ცხოვრების სტილზე. ოთხი საძინებელი მცირე დერეფნების მეშვეობით იზოლირებულია საერთო სივრცისგან, რომელიც სახლის მთავარ თავშეყრის ადგილს წარმოადგენს. უხვი ბუნებრივი განათება დიდ უპირატესობას წარმოადგენს და ინტერიერს უფრო ფართოსა და ჰაეროვანს აჩენს. სწორედ ამ იდეას ემსახურება შემინული ტიხრით გამოყოფილი სამზარეულოც, რომელიც ფუნქციურ იზოლაციასთან ერთად, ვიზუალურად ინარჩუნებს ერთიანი, დიდი სივრცის აღქმას.

ნეიტრალური ტონალობისა და განსხვავებული სტილისტიკის ნათება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდუალური ზონების აქცენტირებისთვის.

პროექტის თითოეული ელემენტი შერჩეულია ისე, რომ ბინამ შეინარჩუნოს მაქსიმალური კომფორტი, თუმცა არ დაკარგოს ინდივიდუალურობა.  ფერების გააზრებული გამოყენება, ბუნებრივი განათების მაქსიმალური ათვისება და გეგმარებითი გადაწყვეტილებები ინტერიერს მშვიდ, თუმცა სახასიათო გარემოდ აქცევს. შედეგად, შეიქმნა სახლი, სადაც თითოეული სივრცე კონკრეტულ დანიშნულებას ემსახურება, ხოლო საერთო სურათი დაბალანსებული და კომფორტული ცხოვრების გამოცდილებას ქმნის.

ფოტოგრაფი: Grigory Sokolinsky

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი 2026 წელს – „არქის” მიდგომა

ფერადი ბინა ნუცუბიძეზე – Of a home studio-ს ნამუშევარი