in

Silk Development წინანდლის ფესტივალის გენერალური მხარდამჭერია და მამულის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს

Silk Development წინანდლის ფესტივალის მხარდამჭერია, რომელიც 3-13 სექტემბერს წინანდლის ისტორიულ მამულში მერვედ იმართება.

ფესტივალის მხარდაჭერა Silk Development-ისთვის წინანდლის მამულის განვითარების ხედვის ნაწილია. ეს არის სივრცე, სადაც კულტურული მემკვიდრეობა, თანამედროვე არქიტექტურა და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები ერთმანეთს უკავშირდება.

წინანდლის მამულის განვითარების შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი მოიცავს ახალ საკონცერტო დარბაზს, სასტუმროსა და პარკს. ტერიტორიის გენერალურ გეგმაზე მუშაობენ მსოფლიოში აღიარებული არქიტექტურული სტუდია Kengo Kuma & Associates და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი იუკი იკეგუჩი, ასევე საერთაშორისო დონის ლანდშაფტის არქიტექტორი ვლადიმერ ჯუროვიჩი.

ახალი დარბაზი 1,200 მაყურებელზე იქნება გათვლილი და წინანდლის მამულს შესაძლებლობას მისცემს, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურ მუსიკალურ და კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლოს. პროექტის მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება.

მამუკა შურღაია, Silk Development-ის აღმასრულებელი დირექტორი:

„ძალიან მიხარია, რომ სილქ დეველოპმენტი წელსაც წინანდლის ფესტივალის მხარდამჭერია. ეს ფესტივალი უკვე იქცა ადგილად, სადაც განსაკუთრებული მუსიკა, ადამიანები და იდეები იყრის თავს. წინანდლის მამული განაგრძობს განვითარებას და სწორედ ამ ხედვის ნაწილია სილქ დეველოპმენტის შემდეგი პროექტიც Kengo Kuma & Associates-ის მიერ დაპროექტებული ახალი, 1,200 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი, რომლის მშენებლობაც მალე დაიწყება.“

Silk Development, Silk Road Group-ის წევრი კომპანია, საქართველოში მრავალფუნქციური, საცხოვრებელი, სასტუმრო და კულტურული დანიშნულების პროექტებს ავითარებს. კომპანიის მიმდინარე პროექტებს შორისაა Silk Towers ბათუმში და Sakanela თბილისში.

[პარტნიორის კონტენტი]

არქიტექტურა, როგორც კონტექსტის გაგრძელება – ინტერვიუ თამარ ბენაშვილთან